EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გერონდა, ხომ არ შეძლებენ ისინი ბეჭდის დასმას ძალდატანებით? »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2021-12-25 18:25:36
- აქამდე ისინი არ მივლენ თავაზიანობის გამო. ისინი ხომ კორექტულები იქნებიან, როგორც ევროპელებს შეეფერებათ.
ისინი გამოიჩენენ უზენაეს კეთილშობილებას! ისინი ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ბეჭდის უქონლობის გამო ადამიანი ცხოვრებას ვერ შეძლებს.
“თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე - იტყვიან ისინი - აი, თქვენ რომ ის მიგეღოთ, სიძნელეები არ შეგხვდებოდათ.” ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარებიც რომ ჰქონდეს, ვერ შეძლებს მათ გამოყენებას.
ამიტომ, თუ აქედანვე შევაჩვევთ საკუთარ თავს უბრალო და ზომიერ ცხოვრებას, შესაძლებელი იქნება იმ წლების გადატანა.
პატარა მიწის ნაკვეთის ქონით, ცოტაოდენი ხორბლის და კარტოფილის მოყვანით, რამოდენიმე ზეთისხილის ხის დარგვით, მცირეოდენი საქონლით, თხით, რამდენიმე ფრთა ქათამით [ქრისტიანი] შეძლებს საკუთარი ოჯახის გამოკვებას.
ვინაიდან მარაგებისგან დიდი სარგებელი არ არის: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს და მალე ფუჭდება.
მაგრამ, რასაკვირველია ასეთი შევიწროვება დიდხანს არ გაგრძელდება: სამი, სამნახევარი წელიწადი. რჩეულების გამო დღენი შემცირდებიან (მათე, 24:22; მარკოზი, 13:20), ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაივლიან ეს წლები.
ღმერთი არ დატოვებს ადამიანს შეწევნის გარეშე... ..“
წმ. პაისი მთაწმინდელი