EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 40 წლის ფრანც კაფკა, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყავდა, ბერლინის პარკში სეირნობდა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2022-02-05 15:50:35
40 წლის ფრანც კაფკა,რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყავდა,ბერლინის პარკში სეირნობდა,სადაც პატარა ატირებულ გოგონას შეხვდა,რომელმაც საყვარელი თოჯინა დაკარგა.
კაფკამ გოგონასთან ერთად დიდხანს,მაგრამ უშედეგოდ ეძება თოჯინა.
ფრანცი მას დაპირდა,რომ მეორე დღეს იგივე ადგილას შეხვდებოდა და განაგრძნობდნენ სათამაშოს ძებნას.
მეორე დღეს,როდესაც სათამაშო კვლავ ვერ იპოვეს,კაფკამ გოგონას "თოჯინის გამოგზავნილი" წერილი მისცა,რომელშიც ეწერა:"გთხოვ,ნუ იტირებ.გავემგზავრე,რათა მსოფლიო მოვინახულო.პერიოდულად მოგწერ ჩემს თავგადასავლებს."
ეს იყო იმ ისტორიის დასაწყისი,რომელიც კაფკას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.შეხვედრებისას კაფკა ფრთხილად უკითხავდა გოგონას თოჯინის გამოგზავნილ სათავგადასავლო ცნობებს.
საბოლოოდ,კაფკამ ახალი თოჯინა უყიდა გოგონას რომელიც მოგზაურობიდან "დაბრუნდა ბერლინში".
გოგონამ უკმაყოფილება გამოხატა:"ეს ჩემს თოჯინას საერთოდ არ ჰგავს".მაშინ კაფკამ ახალი წერილი წაუკითხა გოგონას,რომელშიც ეწერა:"ჩემმა მოგზაურობამ შემცვალა."
პატარა გოგონა სიყვარულით ჩაეხუტა ახალ თოჯინას და შინ ბედნიერი დაბრუნდა.
ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ფრანც კაფკა გარდაიცვალა.მრავალი წლის შემდეგ უკვე ზრდასრულმა გოგონამ თოჯინაში წერილი იპოვა.პატარა წერილი კაფკას ხელმოწერით ამბობდა:
<<ყველაფერი,რაც გიყვარს შეიძლება დაკარგო,მაგრამ საბოლოოდ,სიყვარული იპოვის გზას,რომ სხვა სახით დაბრუნდეს>>