EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში »

კატეგორია: საინტერესო

ავტორი: Nika

თარიღი: 2022-02-05 16:04:59

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში

winter-car

ავტომობილის რეცხვა მზიან ამინდში ყველას გვიყვარს, თუმცა ზამთარში სუფთა ავტომობილი მისი ესთეტური სილამაზის გარდა, მართვისთვისაც მნიშვნელოვანია. ზამთარში ადრე ღამდება, ცუდი ამინდი და ნისლი ხილვადობას ართულებს. გაურეცხავი ავტომობილი კი გარემო პირობებთან ერთად ხილვადობის პრობლემას კიდევ უფრო ზრდის.
 
ზამთარში, თოვლიან ამინდში, გზები მარილითა და ქიმიური ხსნარებით მუშავდება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ავტომობილს. ისინი აგრესიულად ზემოქმედებენ მანქანის ძარაზე და ლითონის ზედაპირებზე, რადგან დაგროვილი ჭუჭყი, ღრუბლის მსგავსად შთანთქავს ქიმიურ ხსნარს და იწვევს უარყოფით რეაქციას. სწორედ ამიტომ მანქანის დროული რეცხვა არა მხოლოდ სისუფთავისა და ესთეტიკის საქმეა, არამედ კოროზიისგან დაცვის აუცილებლობაც. დაბალი ტემპერატურის დროს, ასევე პრობლემატური ხდება პლასტმასისა და რეზინის დეტალებიც, რადგან ძლიერი ყინვა უარყოფითად მოქმედებს მათზე.
 
ზამთრის სუსხიან დილას, ხშირად გვინახავს ავტომობილის გაყინული მინები, რომელთა გალღობაც საკმაოდ რთული საქმეა. ამისათვის საჭიროა სპეციალური კონცენტრატის გამოყენება, რომლის მისხურებითაც სწრაფად შეგიძლიათ მოაგვაროთ შექმნილი პრობლემა. მინების მსგავსად, ამ კონცენტრატის გამოყენება სხვა ნებისმიერ გაყინულ დეტალზეა შესაძლებელი.
 
გარდა ამისა მინის გასაწმენდად განკუთვნილ ავზში სასურველია სპეციალური სითხის ჩასხმა, რომელიც ავზში არსებული წყლის გაყინვას ხელს უშლის და მინების გაწმენდის პრობლემა აღარ შეგექმნებათ.
 
რაც შეეხება რეზინის პრობლემებს, ისინი ძირითადად მანქანის ისეთ ნაწილებში გვხვდება, როგორებიცაა: კარები, წინა საფარი და საბარგული.
 
ძლიერი ყინვის დროს, კარის რეზინები ძარაზე განლაგებულ რეზინზე იყინება, რის შედეგადაც ჭირს ხოლმე მათი გაღება. სწორედ ამისათვის არსებობს სპეციალური, ხსნარი, რომლის საშუალებით, ძლიერი ყინვაც კი ვერაფერს დააკლებს ავტომობილის რეზინებს
 
კერამიკული პოლირება ერთ-ერთი მთავარი დეტალია ავტომობილის გარეგანი მოვლისათვის. ის იცავს ავტომობილს მიკრო ნაკაწრებისაგან, გახუნებისაგან, მატებს ბზინვარებას, არ იკარებს ჭუჭყს, ტალახს და მზის სხივსაც კი, შესაბამისად ბევრად უფრო მარტივია ავტომობილის რეცხვა და მოვლა.
 
მეორადი ავტომობილის კერამიკული ფენით დაფარვა უბრუნებს მას პირვანდელ სახეს.
 
ჩვეულებრივი პოლირებისგან განსხვავებით, ის გამძლეობით და აღდგენითი ეფექტით გამოირჩევა.
 
tv9news