EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თუ ვინმე ხართ ნამყოფი იმერეთში, აუცილებლად შეამჩნევდით სუფრაზე ნიგვზიან აჯიკას »
კატეგორია: გურმანიავტორი: IRA
თარიღი: 2022-02-09 20:32:59
თუ ვინმე ხართ ნამყოფი იმერეთში, აუცილებლად შეამჩნევდით სუფრაზე ნიგვზიან აჯიკას, რომელიც არის უგემრიელესი.
1 კგ ხახვი უნდა დაჭრა ალყა - ალყად და მოშუშო 250 გრამ ზეთში. რომ შევარდისფერდება უნდა დაამატო 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი და
ორი კოვზი ტომატ პასტა. კარგად რომ ჩავშუშავთ, ცალკე გამზადებული გვაქვს
400 გრამი გატარებული ნიგოზი. 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი და 1 ჩ.კ. უცხო სუნელი. ნიორი 3-4 კბილი და 1 ჩ.ჭ. თეთრი ძმარი. დარიჩინი 1/4 ჩ. კოვზი. ძმარი უნდა იყოს მაგარი.
მოგეხსენებათ ნიგვზიანებს ძმარი უხდება.
ეს მასა უნდა აურიოთ კარგად და ჩავასხათ მდუღარე ხახვიან ზეთში, კარგად რომ წამოდუღდება მივცეთ დაღერღილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
აჯიკა გამოდის სქელი მასა, შეგიძლიათ თეთრი ღვინის დამატებით დააყენოთ თქვენ სასურველ ზომაზე. შესანახად არასოდეს არ მიცდია, რადგან როდესაც მომინდება ვაკეთებ.
ირინა ნერგაძე-რობაქიძე