EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ნიდერლანდებში სოკოში შემავალი მიცელიუმისგან დამზადებული კუბოები შექმნეს »
კატეგორია: სხვაავტორი: Nina
თარიღი: 2022-02-09 21:21:18
ნიდერლანდებში სოკოში შემავალი მიცელიუმისგან დამზადებული კუბოები შექმნეს, რომლებშიც ადამიანის ცხედარი კომპოსტად გარდაიქმნება. ინფორმაციას Phys Org-ი ავრცელებს.
იდეის ავტორი დელფრის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი ბობ ჰენდრიქსია.
კუბოს შექმნის ტექნოლოგია ხავსის მოკრეფას, სოკოდან მიცელიუმის მიღებასა და მიღებულ მასაში მერქნის ნაფოტების დამატებას ითვალისწინებს. მასა 7 დღეში მყარდება, დასველების შემდეგ კი კვლავ აქტიურდება. ჰენდრიქსის თქმით, ეს მასალა სრულფასოვანი ორგანიზმია. კუბო ხავსით არის მოფენილი, რომელშიც ნიადაგში მობინადრე არსებებია ჩასმული, რაც გახრწნის პროცესს კიდე უფრო აჩქარებს. ასეთ კუბოში მოთავსებული ცხედარი 2-3 წელიწადში გაიხრწნება, კუბო კი 30-45 დღეში. შედეგად, მიწაში მოხვედრილი ნაწილაკები ნიადაგს გაამდიდრებს.
გასულ შაბათს ასეთ კუბოში პირველი ადამიანი - 82 წლის ქალი დაკრძალეს.
ჰენდრიქსის სტარტაპს Loop-ი ეწოდება. მეცნიერმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროსთან და იმედი აქვს, რომ მისი წამოწყება წარმატებული იქნება.