EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, არასდროს დავუჯერებდი ექიმებს »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2022-02-09 21:26:06

giri

"რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, არასდროს დავუჯერებდი ექიმებს და საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებდი"...
რიჩარდ გირს თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უყვართ და არც ზედმეტი რეკლამა ჭირდება. თუმცა, მისმა ჩანაწერმა ფეისბუქში მრავალრიცხოვან მომხმარებელთა ემოციები გამოიწვია. გირის გზავნილის რეპოსტი ასიათასობით ადამიანმა გააკეთა, რომელთა უმრავლესობა საერთოდ არ იყო მსახიობის ფანი.
გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავის წერილს, რომლის თითოეული სიტყვა გულწრფელობით და სიღრმისეული აზროვნებითაა გამსჭვალული.
"ჩემი მეგობრის დედა ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. უპირატესობას ჯანსაღ საკვებს ანიჭებდა, არ სვამდა და არ ეწეოდა, მისდევდა სპორტს და დიდხანს მზეზე გაჩერებას ერიდებოდა. ის მუდმივად გადიოდა კონსულტაციას დიეტოლოგებთან და ფიზიოთერაპევტებთან და ყოველთვის ითვალისწინებდა მათ რჩევებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ცოტა შეშლილიც კი იყო საკუთარ ჯანმრთელობაზე. ახლა ის 76 წლისაა და მას კანის და ძვლის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გარდა ამისა, ქალს ოსტეოპოროზის მძიმე ფორმა აქვს.
ჩემი მეგობრის მამა საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა, არასდროს იყო გატაცებული სპორტით და გემრიელად მირთმევაც უყვარდა, ხშირად კარაქს პირდაპირ ბეკონზე უსვამდა. საკუთარ თავს ალკოჰოლით ანებივრებდა და მთელი დღეები მზეზე ნებივრობდა. მთელი ცხოვრება უარს ამბობდა ექიმების დანიშნულების შესრულებაზე და ისე ცხოვრობდა, როგორც თვითონ მოსწონდა. ახლა ის 81 წლისაა და ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობა ახალგაზრდებსაც კი შეშურდებათ.
 "როგორც არ უნდა ეცადოთ, მაინც ვერსად გაექცევით შინაგან შხამს. ადრე თუ გვიან ის მაინც დაგეწევათ", - ზუსტად ასე თქვა ჩემი მეგობრის დედამ - "რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, არასდროს დავუჯერებდი ექიმებს და საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებდი".
ეს სიცოცხლეა და ვერცერთი ჩენგანი ვერ გააღწევს აქედან ცოცხალი. ამიტომ, არ ღირს შევხედოთ საკუთარ თავს, როგორც რაღაც მეორეხარისხოვან არსებას. სანამ დრო გაქვთ, უნდა იცხოვროთ სიამოვნებით, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. გააკეთეთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ - მიირთვით გემრიელად, გაირუჯეთ და ნუ იზარმაცებთ. იყავით უცნაური და მოიქეცით დაუფიქრებლად და ნურასოდეს ნუ უღალატებთ საკუთარ თავს!"