EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს! »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2022-02-12 23:28:47
ეს ,,ისტორიის მამად" წოდებული კაცობრიობის უპირველესი ისტორიკოსის ჰეროდოტეს რუქაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 430 წლით თარიღდება და რომელზეც სამყაროს ცენტრში, კოლხურ-იბერიული საქართველოა!
ანუ ჰეროდოტეს გადმოცემით, 6000 წლის წინათ, არცერთი ჩვენი მეზობლის - რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის ხსენებაც კი არ იყო!
ის კი არა, მაშინ არცერთი დღევანდელი ევროპული სახელმწიფო ჩანასახშიც კი არ არსებობდა - დაწყებული დიდი ბრიტანეთიდან, დამთავრებული - გერმანიითა და საფრანგეთით!
მაშინ, თვით, რომის იმპერიაც კი არ არსებობდა!
არსებობდა უძველესი ეგვიპტე, რომელსაც თვით ჰეროდოტე კოლხური კულტურის გაგრძელებას უწოდებდა და არსებობდა ახალგაზრდა საბერძნეთი, ინდოევროპეიდელი ბერძნების ქვეყანა, რომლებიც ინდოეთის მხრიდან მოვიდნენ და რომლებმაც დაპყრობილი პროტოქართული - ანუ წინარე-ქართული ცივილიზაციის (ტროა, პელაზგები...) ადგილას შექმნეს სახელმწიფო!
აკი, უძველესი ცივილიზაციური სიბრძნის - ოქროს საწმისის მოსაპარად, ბერძნები კოლხეთსი მოვიდნენ და არა პირიქით, ჩვენ - საბერძნეთში!
ეს პოსტი, ჰეროდოტეს რუქით (კომენტარებში დავდებ), ათასობით ადამიანმა გაიზიარა, ბევრმაც ისე მოიპარა, ავტორის მითითების გარეშე და თავისად გაასაღა!
თუმცა, ეს არაფერი!
სხვადასხვა ჯგუფებში გამოფენილ ამ პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა:
მაგალითად, სომხებმა გააპროტესტეს მაგ დროს ჩვენი უძველესი ცივილიზაციაც იყოო!
იქ, ბერძნებმაც თავი გამოიდეს...
არადა, სომხებიც, ბერძნების მსგავსად, არაავტოქტონი ხალხია და ისინიც ინდოევროპიელები არიან - ინდოეთის მხრიდან მოვიდნენ და დაიკავეს ტერიტორია...
მოკლედ, მარტივ და რიტორიკულ კითხვას დავსვამ:
თუ ეგვიპტელები, ბერძნები ან სომხები ქართული ცივილიზაციის სიძველისა არიან, მაშინ დაასახელონ ის ხალხები, ვინც მათ წინარე ანუ პროტო-ცივილიზაციისა არიან!
იცის მსოფლიოში ვინმემ პროტოეგვიპტელები, პროტობერძნები ან პროტოსომხები?!
არა!
რატომ?!
იმიტომ, რომ მათ მოსვლამდე ამ მიწებზე პროტოქართველები ცხოვრობდნენ!
ჩვენ კი, მთელი მსოფლიოს წინაშე, თამამად ვამბობთ, ვინ არიან წინარე ანუ პროტოქართველები:
ტროელები და პელაზგები, რომლებსაც ბერძნებმა წაართვეს მიწა და ეტრუსკები, ვისაც უკვე მოგვიანებით, ასევე ინდოევროპიელმა რომაელებმა წაართვეს მიწა და უძველესი ცივილიზაცია!
ამათ, დაუმატეთ პროტოქართული შუმერული, ხეთური ცივილიზაციები და დასაბამიერამდე მივალთ...
მსოფლიო სამეცნიერო გონი სამ უძველეს ცივილიზაციას ცნობს: ძველეგვიპტურს, ძველბერძნულ და ქართულს!
მაგრამ, მსოფლიოს, ქართველთა მცირერიცხოვნობის გამო, ძალიან უჭირს, აღიაროს, რომ ამათ შორისაც კი, უძველესი პროტოქართული - ანუ ქართული ცივილიზაციაა!
როგორი სათმელია რომის იმპერიის საფუძველზე შექმნილი და რომაული ცივილიზაციის მემკვიდრე თანამედროვე დასავლეთის ცივილიზაციისათვის, აღიაროს, რომის იმპერია ქართველების შვილი - ბერძნული ცივილიზაციის შვილია - ანუ, მთლად, შვილიშვილია და ჩვენი ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველი - აი, ეს სულ რამდენიმე მილიონი ქართველები არიანო!
თუმცა, მსოფლიო მეცნიერებამ ის მაინც აღიარა, რომ:
1. ჯერ კიდევ ,,ისტორიის მამის" ჰეროდოტეს რუკამდე 2 ათასი წლის წინათ - ანუ 8000 წლის წინათ - ქართველები, მსოფლიოში პირველები, ღვინოს წურავდნენ ქვევრებში! ამიტომაცაა, რომ ღვინოს ქართული სახელი აქვს - vine, вино და ა.შ.
2. ეგვიპტის ფარაონები ქართული წარმომავლობისა არიან - მაგალითად, 2010 წელს, შვეიცარიის გენეტიკური ინსტიტუტის მიერ ჩატატებული კვლევით, თუთანჰამონი - ტუტანჰამონი (და დედამისი ნეფერთითი - ნეფერტიტიც კი) გენეტიკურად ქართველია!
და, ამასთან, დღევანდელ ევროპელთა 70 პროცენტიც - ქართული გენეტიკისაა!
3. ევროპაში უძველესი ადამიანების ნეშტიც აკი, აგერ, დმანისში - საქართველოშია აღმოჩენილი - ზეზვა და მზია!
ამან კი, საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმას, რასაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ამტკიცებდა რასოლოგიის და ანთროპოლოგიის ფუძემდებელი-მამა ფრიდრიხ ბლუმენბახი:
თეთრი რასის ფუძემდებლები კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მცხოვრები, დედამიწაზე ყველაზე სრულქმნილი ლამაზი რასის წარმომადგენელი ქართველები არიან!
ვგონებ, ყველაფერი დღესავით ნათელია!
მთავარია, ეს ყველა ქართველმა იცოდეს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ ეს მსოფლიოში უძველესი ცივილიზაციის ფუძემდებლები და ღვთისმშობლის წილხვედრი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყნის შვილების მარადიული ერი!
აი, ამიტომაც არ ასწავლიან ჩვენს შვილებს ამას სკოლებში...
გიორგი გიგაური,
ხარება, ქრისტესაქეთ 2021 წ.
გაიზიარეთ და გააზიარეთ