EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პოლარული ვარსკვლავი »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2013-02-15 16:06:20

პოლარული ვარსკვლავი
პოლარული ვარსკვლავი (ასევე ცნობილია ჩრდილოეთის ვარსკვლავის სახელწოდებით), α პატარა დათვის თანავარსკვლავედის, კუდის ბოლო ვარსკვლავია. ჩვენს დროში ის ყველაზე ახლოსაა ჩრდილოეთის პოლუსთან. მისი დღე-ღამური მოძრაობის დანახვა, შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის „უძრავია“ და არ მონაწილეობს ციურ სფეროზე, სადღეღამისო ბრუნვაში, ხოლო სხვა დანარჩენი ვარსკვლავები კი მის გარშემო, თავიანთ სადღეღამისო პარალელებზე მოძრაობენ. თუმცა ეს მოჩვენებითი და დროებითია. მაგალითად 8000 წლის შემდეგ პოლარული ვარსკვლავი გახდება გედის თანავარსკვლავედის ვარსკვლავი დენები, ხოლო „დღევანდელი“ პოლარული ვარსკვლავი გადანაცვლებს ცის სხვა მონაკვეთში და დენების ირგვლივ დაიწყებს სრბოლას. თუმცა ეს პროცესი არ დაიწყება 2100 წლამდე, სანამ ჩრდილოეთ პოლუსი უახლოვდება პოლარულ ვარსკვლავს, ამის შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყება დაშორება.
ჩრდილოეთის ვარსკვლავის მახლობლად 19-26 დეკემბერს ჩნდება მეტეორთა ნაკადი — ურსიდები, რომელთა რიცხვიც საათში 20-ს აღწევს.