EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სოდომის ვაშლი - ცოდვების ვაშლი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: lolipop
თარიღი: 2022-06-19 12:51:57
მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი, სადაც ცოდვილი ადამიანები ცხოვრობდნენ, ღმერთმა ცეცხლოვანი წვიმით აღგავა მიწისაგან პირისა (დაბადება თავი 19; 2 რჯული 29, 23) და იმისთვის რომ ეს ისტორია დავიწყებას არ მისცემოდა და ადამიანებს სცოდნოდათ, რომ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში დაისჯებოდნენ, განადგურებული ქალაქების ადგილზე, ღმერთმა განსაკუთრებული ხე გააჩინა, რომელსაც ხალხმა “სოდომის ვაშლი" შეარქვა.
სოდომის ვაშლი: გამონაგონი თუ რეალობაიოსებ ფლავიუსი (37 – 100 წწ.) წერდა, რომ სოდომის ვაშლი მხოლოდ გარეგნულად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი შეჭმა შეიძლება. მაგრამ საკმარისია ხელში აიღოთ, რომ მაშინვე ფერფლად იქცევა...
დიდი ხნის მანძილზე ეგონათ რომ ამ ვაშლის არსებობის ისტორია მოგონილი იყო, მაგრამ ხე რომელიც მოჩვენებით ნაყოფს ისხავს, მართლაც არსებობს.
იმის გამო, რომ ამ ხის ნაყოფი მტევნისებურად არის ასხმული, მას ადგილობრივები სოდომის ყურძენს ეძახიან. სოდომის ვაშლი მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე იზრდება. მისი ნახვა ასევე შეიძლება არაბეთის ნახევარკუნძულზე და ჩრდ. და ტროპიკულ აფრიკაში. და რადგან ასეთი მცენარე მართლაც არსებობს, ისმის კითხვა: მართალია თუ არა, რომ ნაყოფი, მასთან შეხების შემთხვევაში, კვამლად და ფერფლად იქცევა?
ბიოლოგი ედვარდ რობინსონი წერს, რომ სოდომის ვაშლს გლუვი ზედაპირი აქვს, საკმაოდ დიდი ზომის არის და როდესაც მწიფდება, ყვითელ ფერს იღებს. ხელის შეხებისას რბილია და ძალიან გემრიელად გამოიყურება. თუმცა, საკმარისია ოდნავ შეკუმშოთ და ის მაშინვე სკდება, ხოლო ხელში მხოლოდ რამოდენიმე ბოჭკო და მცირეოდენი კანის ნაწილი დაგრჩებათ.
სოდომის ვაშლი ჰაერით არის სავსე. გამოთქმას “apple of Sodom” (სოდომის ვაშლი) არსებით სახელადაც იყენებენ და მოჩვენებით სილამაზეს აღნიშნავენ.
სოდომის ვაშლი: გამონაგონი თუ რეალობასოდომის ვაშლი ჰაერის გარდა ცოტაოდენ რძისმაგვარ ტოქსიკურ სითხესაც შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ სითხე მომწამვლელია, სომალიში ყველის მომზადების დროს, რძის ფერმენტაციისთვის იყენებენ.
ვაშლის ხის ნაყოფთან, ფოთოლთან და თესლთან შეხება რეკომენდირებული არ არის. ნაყოფში არსებული მომწამვლელი რძის გარდა, მისი ფოთლები სითხეს შეიცავს, რომელიც ადამიანში ჰიპერალგეზიას (ჭარბი ტკივილი) იწვევს და ნაყოფში არსებული თესლიც შხამებს შეიცავს.