EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შავი კვლიავის (კუმინი) სასარგებლო თვისებები »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Nisa
თარიღი: 2022-06-19 13:50:19
შავი კვლიავის აღწერა
სამეფო: მცენარეები.
კლასი: ფარულთესლონები.
განყოფილება: ორლებნიანნი.
ოჯახი: ბაიასებრნი.
სახეობა: შავი კვლიავი.
შავი კვლიავი არის ბაიასებრთა ოჯახის ერთწლოვანი ყვავილოვანი მცენარე. მრავლდება თესლით. შავი კვლიავის სამშობლლოა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი აზია.
შავი კვლიავი იზრდება 20-30 სმ სიგრძის. აქვს ღია ცისფერი ან თეთრი ფერის 5-10 ფურცლიანი ყვავილი. მისი ნაყოფი არის დიდი კაფსულა, რომელიც შედგება 3-7 ფოლიკულიგან. შავი კვლიავის თესლი არის 2მმ სიგრძის შავი მარცვალი. ჰგავს ხახვის თესლს. თესლისგან ამზადებენ სანელებელს. გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში.
შავი კვლიავის ქიმიური შემადგენლობა
100 გრამი შავი კვლიავი შეიცავს 345 კკალ
ვიტამინები:
C, E, D, A, B1, B2, B3. B5, B6.
მიკრო ელემენტები
Fe, Zn, Mn.
მაკრო ელემენტები
Mg, K, Na, Ca, P.
შავი კვლიავი (ძირა) შეიცავს ამინო მჟავებს: არგინინს, ალანინს, ასპარგინს, თიროზინს; მონოსაქარიდებს - გლუკოზას, რამნოზას, არაბინოზას, ქსილოზას; ცხიმოვან მჟავებს - მირისტინის მჟავას, პალმიტინის მჟავას, სტეარინის მჟავას, ოლეინის მჟავას, ლინოლეინის მჟავას, ლინოლენის მჟავას;
ასევე შეიცავს: ალკალოიდებს, საპონინებს, საკვებ ბოჭკოებს, აცილგლიცეროლს, ტრიპტოფანს , არგინენს და ა.შ
შავი კვლიავის სასარგებლო თვისებები:
შავი კვლიავის თესლი არის ბუნების საჩუქარი. მისი გასაოცარი სასარგებლო და სამკურნალო თვისებების გამო, ეს მცენარე ცნობილია მთელ მსოფლიოში და გამოიყენება როგორც კულინარიაში ასევე სამედიცინო სფეროში. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი ასახავს ამ მცენარის დადებით თვისებებს.
გამოიყენება მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნაოდ (დიარეა, დიზენტერია, მეტეორიზმი და ა.შ)
ასტიმულირებს პანკრეასის ფერმენტების სეკრეციას;
აუმჯობესებს მეხსიერებას. გამოიყენება ამნეზიის სამკურნალოდ;
ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას;
იცავს ტვინის უჯრედებს რადიაციისგან მიყენებული დაზიანებებისგან;
ასტიმულირებს დეტოქსიკაციის პროცესს ღვიძლში;
გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ ( ასთმა, ალერგია, ხველა, ბრონქიტი, ემფიზემა, გრიპი, ღორის გრიპი და ა.შ)
გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
გამოიყენება ყელის ტკივილის სამკურნალოდ;
გამოიყენება უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ;
ამცირებს ეპილეპტიკური შეტევების რაოდენობასა და სიძლიერეს;
აქვს ანტიკარცენოგენული მოქმედება. ეწინაარმდეგება სიმსივნური უჯრედების ზრდასა და გავრცელებას;
გამოიყნება ლეიკემიის სამკურნალოდ;
წვავს ცხიმებს, ეხმარება ორგანიზმს წონის კლებაში;
გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ;
გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ;
ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდის რაოდენობას;
ასტიმულირებს ტესტოსტერონის სეკრეციას;
ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას;
გამოიყენება ოსტეოპოროზის და ართრიტის სამკურნალოდ;
გამოიყენება კანის დაავადებების (ეგზემა, აკნე, სოკო და ა.შ) სამკურნალოდ;
გამოიყენება თირკმელში კენჭების დასაშლელად;
გამოიყენება თირკმლის იშემიური დაზიანებების სამკურნალოდ;
ზრდის სპერმის მოძრაობის უნარსა და მორფოლოგიას;
ზრდის რძის სეკრეციას;
ამცირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას;
ამცირებს კუნთების სპაზმს;
სისხლძარღვებს ხდის მეტად ელასტიურს;
ამცირებს კოლიტის წარმოქმნის რისკს;
გამოიყენება მელანომას სამკურნალოდ;
გამოიყენება შარდის ბუშტის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ;
ამცირებს დიაბეტისგან გამოწვეულ ღვიძლის დაზიანებებს;
არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს;
აუმჯობესებს შარდის სეკრეციას;
შავი კვლიავის (ძირას) მიღების წესი
კვლიავის თესლი შეგიძლიათ პირდაპირ დაღეჭოთ ჭამის წინ 30-45 წუთით ადრე. დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის კოვზი.
ნახარში.
2 ჩაის კოვზი ძირას თესლი ჩაყარეთ ემალირებულ ჭურჭელში და დაასხით 500 მლ. მდუღარე წყალი, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 10 წუთი. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე 100 მლ. ნახარში.
უკუჩვენება
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შავი კვლიავის თესლი 25 გრამზე მეტი ტოქსიკურია ორგანიზმისთვის.