EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ომში წასვლის წინ მეფე არტურმა მის საყვარელ ცოლს, გვინევრას ერთგულების ქამარი ჩააცვა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2022-06-19 13:54:07
ომში წასვლის წინ მეფე არტურმა მის საყვარელ ცოლს, გვინევრას ერთგულების ქამარი ჩააცვა, შემდეგ კი ერთგულ მეგობარსა და თანამებრძოლს, ლანსელოტს მოუხმო:
- ლანსელოტ, ღირსეულო რაინდო - წარმოთქვა ართურმა - ჩემს ცოლს ერთგულების ქამარი ჩავაცვი, შენ კი მის გასაღებს გაბარებ, როგორც ერთადერთ ადამიანს ვისაც ვენდობი.
ასეთი პატივით გაოცებულმა ლანსელოტმა მეფის წინ ჩაიმუხლა, ხელზე ემთხვია და პატივით ჩაიბარა გასაღები. მეფის ამალა სასახლიდან გავიდა, მაგრამ ნახევარი მილიც არ ჰქონდა გავლილი, როცა მას ლანსელოტი წამოეწია სწრაფი ჭენებით. ართური გაოცდა:
- რა მოხდა მეგობარო, რამე უბედურება დაგვატყდა თავს?
- არა, ჩემო მბრძანებელო - ამოიხვნეშა ლანსელოტმა - უბრალოდ არასწორი გასაღები მომეცი.