EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ოშო - სიყვარულის ძალა »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2022-08-02 23:04:33

ოშო - სიყვარულის ძალა

ოშო-სიყვარულის-ძალა

შეყვარებულებისთვის ყველაზე უფრო უბრალო ხერხია სექსის წმინდად ქცევა. 
ყველა რელიგია სპობს სიყვარულის სიწმინდეს. ისინი მას ყველა ცოდვის მსგავსად კიცხავენ. 
ამ განპირობებულობამ ადამიანის გონებაში იმდენად ღრმად შეაღწია, რომ ადამიანები აჩქარებულად კავდებიან სექსით, თითქოს ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ. ბუნებრივია, თუკი ეს ცოდვაა, სწრაფად უნდა დაასრულო იგი! მათ გულს დანაშაულის გრძნობა ღრღნის, გონებას კი ცოდვაზე აზრები ავსებს. თუ შეყვარებულებს უნდათ, რომ სიყვარული მედიტაციურ გამოცდილებად აქციონ, მაშინ პირველ რიგში უნდა მოიცილონ აზრი იმის შესახებ, რომ ეს ცოდვიანია, ცუდია. 
სიყვარული წარმოუდგენლად ლამაზი მოვლენაა, ეს არის ბუნების, არსებობის დიადი საჩუქარი; იგი უნდა იწვევდეს მადლიერებას და არა სირცხვილს. იმისათვის, რომ ეს მადლიერება გამოხატოთ, აუცილებელია სიყვარულისთვის განსაკუთრებული ადგილის პოვნა.