EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ ვიკვებოთ ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Nisa
თარიღი: 2022-08-02 23:14:49
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
რაციონი დგება დაავადების სიმწვავისა და მოსალოდნელი გამწვავებების გათვალისწინებით.
ქოლეცისტიტის გამწვავებისას რაციონი მდიდრდება თხიერი საკვებით: ნაკლებად ტკბილი ჩაი, წვენები, დაბლენდერებული ბოსტნეულის წვნიანები. დასაშვებია მენიუში ფაფების ჩართვაც, მხოლოდ შეტევიდან მე-3-4 დღეს. ქრონიკული მიმდინარეობისას დიეტა გაცილებით მრავალფეროვანია და ნაკლებ დამზოგველი.
რეკომედებულია ცილოვანი დიეტა ცხიმის მცირე შემცველობით, რაც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის. ამ მიზნით საკვებს შეიძლება დაემატოს მცირე რაოდენობით მცენარეული ცხიმი ან ნაღების კარაქი, კატეგორიულად აკრძალულია მძიმე ცხოველური ცხიმები - ლორი, ცხვრის ხორცი, საქონლისა და ღორის ხორცი.
სასმელებიდან დასაშვებია ჩაი, კომპოტები და წყლით გაზავებული წვენები, ასევე ჩირისგან დამზადებული კომპოტი.
არჩევანი შავ პურზე გააკეთეთ.
დასაშვებია: მაგრად მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, შვრიისა და წიწიბურას ფაფა, როგორც ცოცხალი, ისე მოხარშული ხილი და ბოსტნეული.
იკრძალება!
რაციონში უნდა შეიზღუდოს ხორცი, თევზი, სოკო, ცხიმიანი, შემწვარი და მაღალკალორიული პროდუქტები, განსაკუთრებული სიმკაცრით დიეტის დაცვა აუცილებელია ოპერაციის შემდგომ, ამ დროს მენიუ პრაქტიკულად სრულად ვეგეტარიანულია.
რაციონიდან ირიცხება ცხოველური და მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული და მწვანილი, ეთერზეთების შემცველი პროდუქტები: ხახვი, ნიორი, თალგამი, ბოლოკი და სხვა.
თუ ხორცისგან სრული თავშეკავება გიჭირთ, შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მიირთვათ უცხიმო ქათმის ხორცი, თევზი.
ამ დროს სრულიად იკრძალება სოუსები, მარინადები, მაიონეზი, შებოლილი და დამარილებული პროდუქტი.
ნაღველმდენი პროდუქტებია
ნაღველმდენი პროდუქტები ასტიმულებენ ნაღვლის ბუშტის მოტორიკას და ამით ეხმარებიან მისგან ნაღვლის გადინებას, რაც უმნიშვნელოვანესია ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მონელების ნორმალურად წარმართვისთვის.
ამ ნიშნით განსაკუთრებით სასარგებლოა:
მცენარეული ზეთები, მზესუმზირას, ზეითუნის, ავოკადოსა და სიმინდის. სასურველია ნებისმიერი მზენარეული ზეთი გამოიყენოთ თერმულად დაუმუშავებელი, სალათებზე მოსხმული;
ხორბლის ნაცეხვი აძლიერებს ნაღველგამომტანი გზების მოტორიკას, აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკასაც, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების დროულ გამოდევნას უზრუნველყოფს;
ხილი - ზოგიერთი ხილი დადებით გავლენას ახდენს ნაღველის ბუშტის მოტორიკაზე, მათ შორის - ფორთოხალი, მანდარინი, მსხალი, შავი ქლიავი, ლიმონი, ნესვი და საზამთრო;
ხილისა და ბოსტნეულის წვენი - ჭარხლის, კომბოსტოს, ხასიათდება ნაღვლმდენი ეფექტით და მის შეგუბებას ეწინააღმდეგება;
ავოკადო შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი ქოლესტერინის დაშლას და ნაღველგამომტანი სისტემის ფუნქციებს აუმჯობესებს.
ნაღველმდენი პროდუქტების უკონტროლოდ ჩართვა რაციონში გაუმართლებელია, რადგან შეიძლება მათ ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების დაძვრა გამოიწვიონ.
დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული - მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის ეფექტიანი.
პროდუქტები, რომლებიც ნაღვლის შეგუბებას იწვევს
არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნაღვლის შეგუბებას იწვევს, ამიტომ სასურველია ისინი საერთოდ გამორიცხოთ რაციონიდან:
ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ალკოჰოლი, ძლიერგაზიანი სასმელები, ცხიმიანი საკვები, მარილიანი პროდუქტები, შოკოლადი, ტორტები, ნაყინი, სოკოები, პარკოსნები, ძმარი, მჟავე ბოსტნეული, საფუარზე დამზადებული ცომეული.
კვების ზოგადი რეკომენდაციები
მიიღეთ საკვები რეგულარულად, ზომიერი რაოდენობით, ხშირად და მცირე ულუფებით, დაახლოებით 300 გრამამდე, რაც ნაღვლის დროულ გადინებას დაეხმარება და გამომუშავებული ნაღველიც არ შეგუბდება ნაღვლის ბუშტში;
შეამცირეთ რაციონში მარილი და ტკბილი;
მენიუში უნდა ჭარბობდეს ნაღველმდენი პროდუქტები;
მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე - არა უმცირეს 3 ლიტრისა დღეში;
დღეღამური რაციონის კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 კალორიას, მით უფრო, თუ პაციენტს ჭარბი წონა აქვს;
ცხიმების რაოდენობა შეამცირეთ დღეში 70 გრამამდე;
სადილი უნდა იყოს თბილი ან გააჩნდეს ნეიტრალური ტემპერატურა. ცივი და ცხელი საკვები გამორიცხეთ;
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაღველმდენ საუზმეს, რომელიც ააქტიურებს ღამე დასვენების შემდგომ ნაღვლის ბუშტის მოტორიკას;
დილის მენიუ უნდა შეიცავდეს ცილოვან საკვებს, ზომიერი კალორიულობის ფაფას მცენარეული ზეთით.
დიეტა მკურნალმა ექიმმა უნდა შეადგინოს, რადგან შესაძლოა, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისა და დიაგნოზის გათვალისწინებით, ზოგიერთი ნებადართული პროდუქტის რაციონიდან გამორიცხვა გახდეს საჭირო.
ეკა ჭავჭავაძე
mkurnali.ge