EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არის თუ არა ტაივანი ჩინეთი? »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2022-08-04 21:46:18
არის თუ არა ტაივანი ჩინეთი? კი, რათქმაუნდა. ამაზე არავინ დაობს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს პასუხი, წყალს არ ასხამს პეკინის წისქვილს, ის რომ ჩინელები არიან, ამას არც ტაივანელები უარყოფენ, უფრო მეტიც ტაივანის ოფიციალური სახელი ჩინეთის რესპუბლიკაა, იმათთვის ვინც მას სახელმწიფოდ აღიარებს. რა მოხდა ორ ჩინეთს შორის? ჩინეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობას იღებდა ორი მხარე, კომუნისტები მაო ძედუნის მეთაურობით და რესპუბლიკელები ჩან კაი - შის (ფოტოზე) მეთაურობით. რესპუბლიკელებმა სამოქალაქო ომი წააგეს, დამარცხებული მხარის წარმომადგენლებმა ამ პატარა კუნძულზე მოიყარეს თავი და იქ გამაგრდნენ. თავიდან ამერიკა ამ კუნძულს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ფიქრობდა რომ ისიც მალე წითლების ხელში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ჩინეთმა ამ კუნძულზე დარტყმის მაგივრად, კორეელ ამხანაგებთან ერთად დაიწყო სამხრეთ კორეის დაპყრობა. კორეის ომმა აშშ - ს დამოკიდებულება ამ კუნძულის მიმართ შეცვალა და ტაივანი გახდა ვაშინგტონის ერთ - ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე შორეულ აღმოსავლეთში. ჩინეთი სთავაზობდა ტაივანს გაერთიანებას, იმ პირობით რომ კუნძულზე ახლანდელი მმართველობის დემოკრატიული ფორმა შენარჩუნდებოდა, მაგრამ რესპუბლიკელ ჩინელებს არანაირი სურვილი არ აქვთ შეუერთდნენ კომუნისტურ ჩინეთს.