EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იაპონელი ექიმი გვირჩევს »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2022-08-04 21:57:41
„ადამიანი ენერგიას იღებს არა საკვებიდან ან ძილიდან, არამედ დადებითი განწყობიდან, ამიტომ :
მოერიდე აგრესიულ ადამიანებს, აჩუქე ღიმილი ყველას, მეგობრობა - ზოგიერთს, სიყვარული-ერთს,
და საიდუმლო - ღმერთს!“
რა არის ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო?
1. აუცილებლად იმხიარულეთ
მართალია ცხოვრების ჯანსაღი წესი აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ სიხარულის განცდას ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს. შიგეაკი ჰინოჰარა ამბობდა: “ადამიანი ენერგიას იღებს არა საკვებისა ან ძილისგან, არამედ მხიარულებისგან. გახსოვთ? ბავშვობაში როცა ვერთობოდით გვავიწყდებოდა ჭამა და ძილიც. გგონიათ არ გვინდოდა? თუმცა სიხარულის გრძნობა ბევრად მეტ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგიას გვანიჭებს, დიდებშიც იგივე ხდება. არაა საჭირო სხეულის გადაღლა, კვების ზედმეტად მკაცრი რეჟიმი ან ბევრი ძილი. უბრალოდ იმხიარულეთ”
2. სწორად იკვებეთ
საიდუმლო საკვების ზომიერ მიღებაშია. ”საუზმეზე ვიღებდი მხოლოდ ფინჯან ყავას, რძეს ან ფორთოხლის წვენს ზეითუნის ზეთით. სადილი შეიძლება სულ გამომეტოვებინა. როცა სასარგებლო საქმით ვიყავი დაკავებული, არც მახსენდებოდა საკვების მიღება. ვახშამზე უფრო მეტად ბოსტნეულს მივირთმევდი. ხორცის მიღება კი საერთოდ მინიმუმამდე დავიყვანე, კვირაში 1–2 ჯერ 100გრ.”
3. დაისახეთ გეგმები წინასწარ
ეცადეთ ფიქრები მიმართოთ მომავლისკენ. გააკეთეთ ჩანაწერები და იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე, ასე ნაკლები დრო დაგრჩებათ წარსულზე დარდისა და ფიქრისთვის.
4. გაავრცელეთ ცოდნა
ცოდნის გაზიარებაც ერთ–ერთი სიხარულია. როცა სხვასაც გადასცემ, უზიარებ სასარგებლო ინფორმაციას. შიგეაკი ჰინოჰარა წელიწადში მინიმუმ 150 ლექციას კითხულობდა. თითოს ხანგრძლივობა გახლდათ საათნახევარი.
5. ექიმებს არ შეუძლიათ ყველაფრის განკურნება
რისთვის სჭირდება ადამიანს ზედმეტი წვალება, თუ მედიცინას არ შეუძლია მისი განკურნება? ” როცა ექიმი გირჩევთ გაიკეთოთ რაიმე სახის გამოკვლევა, ანალიზი ან თუნდაც ოპერაცია, ჰკითხეთ იგივეს ურჩევდა თუ არა თავისი ოჯახის წევრებს” ბევრი რამ არის ემოციურ ფონზე დამოკიდებული, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება შინაურმა ცხოველმა ან საყვარელმა მუსიკამ უფრო მეტად გიშველოთ.
6. ნუ შეიცოდებთ თავს
არ შეიცოდოთ საკუთარი თავი, ნუ შეუძახებთ რომ რაიმე არ შეგიძლიათ ან ვერ შეძლებთ. მოტივაციას ნუ დაკარგავთ. ფიზიკური აქტიურობა თუ გინდათ და ვერ მიდიხართ სპორტ–დარბაზში, შეგიძლიათ უბრალოდ მოუხშიროთ ფეხით სიარულს ან ველოსიპედით იაროთ. ლიფთის მაგივრად ისარგებლეთ კიბით და ა.შ. 105 წლის ასაკში ჰინოჰარა ორ საფეხურს ერთად ადიოდა, ამით იგი კუნთებს ავარჯიშებდა.
7. იკითხეთ
წიგნის კითხვა მოგცემთ საშუალებას, რომ უფრო მეტი შთაგონება მოიპოვოთ. თუნდაც გასცდეთ რეალობის ფარგლებს, შეიძლება მიზნის პოვნაშიც კი დაგეხმაროთ. ექიმი რობერტ ბრაუნინგის “აბატ ფოგლერს” გვირჩევს.
8. გადაიტანეთ ყურადღება – დაივიწყეთ ტკივილი
”მიკვირს, თანამედროვე კლინიკები სავსეა უახლესი აპარატურითა და მედიკამენტებით, მაგრამ არაფერია ხალისისა და იმედის მომცემი, ყურადღების გადასატანი. უნდა იყოს ხალისიც, მაგალითად: ცეკვა, მუსიკა, ცხოველები. ერთგვარი თერაპიის სახით, რომ ადამიანმა შეძლოს ყურადღების გადატანა.”
9. ღირებულებების გადაფასება
” ხშირად, მატერიალური კეთილდღეობის დევნაში ვივიწყებთ ბევრად უფრო მეტს… გულმოწყალებას, სიყვარულს, მზრუნველობას ერთმანეთისადმი. არადა ყველაზე ძვირფასია და ეს არის ნამდვილი სიმდიდრე. არავინ იცის როდის დადგება მისი დრო. დაიმახსოვრეთ, მატერიალურს ვერაფერს წაიღებთ თან”
10. მეცნიერება, როგორც ხელოვნება
თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ ბევრად უფრო ეფექტური მათთან ინდივიდუალური მოპყრობაა. მეცნიერული ფორმულებითა და ბრძნული ფრაზებით ადამიანს ვერ დაეხმარებით.
11. იყავით მზად მოულოდნელობებისთვის
მან გვიამბო, თუ როგორ ჩავარდა ტყვედ. ”საკუთარი სხეულის სიყვარული და პატივისცემა დაგეხმარებათ ნებისმიერი ფიზიკური განსაცდელის გადალახვაში, მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის. სასწაულს არავინ ელის ადამიანისგან, მაგრამ სასწაულის ტოლფასის მოხდენა შეუძლია ნამდვილად თითოეულ თქვენგანს”
12. იპოვეთ მასწავლებელი
მისაბაძი პიროვნება იპოვეთ და ეცადეთ გახდეთ მასზე უკეთესი. ეს არაა შეჯიბრი, უბრალოდ ასე ბევრად მალე გაიზრდებით როგორც ადამიანი. ჰინოჰარას გმირი თავისი მამა გახლდათ: “როდესაც მე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდები ხოლმე, მე ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მოიქცეოდნენ ეს ადამიანები ჩემ ადგილას.”
13. დღეგრძელობა – ეს მშვენიერია
ისწავლეთ თითოეული წამით ტკბობა. სიცოცხლე ეს უდიდესი საჩუქარია და ეცადეთ ის მაქსიმალურად დადებითად გამოიყენოთ მიუხედავად ყველაფრისა.
ექიმი შიგეაკი ჰინოჰარა გარდაიცვალა 2017 წლის 18 ივლისს, იგი გახლდათ 105 წლის. სიკვდილამდე იგი რჩებოდა ტოკიოს წმინდა ლუკას საერთაშორისო კლინიკის პრეზიდენტად და აგრძელებდა პაციენტების მიღებას. მისი დღიური გაწერილი იყო 5 თვით ადრე. ნამდვილად უდიდესი ადამიანი!