EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პროფესორმა, რომელიც სამართლის სპეციალისტი გახლდათ შუა ლექციის დროს ერთერთ სტუდენტს ჰკითხა »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: USHO

თარიღი: 2022-09-30 14:21:01

პროფესორმა, რომელიც სამართლის სპეციალისტი გახლდათ შუა ლექციის დროს ერთერთ სტუდენტს ჰკითხა

სამართალი-სამართლიანობა

პროფესორმა, რომელიც სამართლის სპეციალისტი გახლდათ შუა ლექციის დროს ერთერთ სტუდენტს ჰკითხა:
-- რა გქვია?
--ნიკოლი.
წამოდექი და
ახლავე დატოვე აუდიტორია...
დაუყვირა პროფესორმა. ნიკოლი შეეცადა თავის დაცვას, მიზეზის გაგებას, რა დააშავა, რატომ გაუბრაზდნენ და აგდებდნენ გარეთ.მაგრამ იგივე მითითება მიიღო. დანარჩენებმა თვალი მოარიდეს თანაკურსელს.
თვალცრემლიანი და გულდამძიმებული გამოვიდა დასჯილი გარეთ.
პროფესორი კი სტუდენტებს მოუბრუნდა
-- თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა კანონები?
ერთმა თქვა, იმისთვის რომ ადამიანების ქცევები გაეკონტროლებინათ.
მეორემ, იმისთვის რომ საზოგადოებაში დისციპლინა დაემყარებინათ.
მესამემ - იმისთვის რომ ძლიერებმა სუსტები არ დაჩაგრონ.
- დიახ ეგრეა, თუმცა რაღაც აკლია.
თქვა პროფესორმა...
და სამართლიანობა დამკვიდრეს
თქვა იგივე სტუდენტმა.
აი ესაა ზუსტი.
მართალი ხარ.
შეაქო იგი პროფესორმა.
მერე დარბაზს თვალი მოავლო.
სამართალის აზრი რაშია?
--არასოდეს არავინ რომ არ დაიჩაგროს.
წამოიძახა ყველამ ერთად.
-- ახლა კი გულახდილად მიპასუხეთ
-- როცა თქვენი თანაკურსელი უსამართლოდ გავაძევე გარეთ
ვიყავი მართალი?
--არა. თქვა ყველამ ერთად
-- რატომ გაჩუმდით და რატომ არ დაიცავით ის?
გაბრაზდა პროფესორი.
-რა საჭიროა კანონები და სამართლის სწავლა, თუკი გამბედაობა არა გვაქვს მის შესასრულებლად?
დაიმახსოვრეთ, როცა თქვენს თვალწინ, ვინმეს უსამართლოდ ექცევიან და თქვენ ხმას არ იღებთ, მაშინ თქვენ ადამიანის სახელს არცხვენთ. იცოდეთ ადამიანობა არის ყველაზე უმთავრესი, ამ ცხოვრებაში.
მერე ნიკოლს დაუძახა, აუხსნა და განუმარტა აუდიტორიის დატოვების მიზეზი,ბოდიში მოუხადა და დაბრუნება სთხოვა.
ბოლოს კი სტუდენტებს აუწყა დღევანდელი თქვენი ლექცია ეს არის და მინდა სიცოცხლის ბოლომდე გახსოვდეთ !!! სამართალი და სამართლიანობა განსხვავებული ცნებებია, თუმცა თუ ადამიანობა არ იქნება მათ შორის მაკავშირებელი ხიდი, სამართალი ვერასდროს იქნება სამართლიანი!
ადამიანობა უპირველეს ყოვლისა!