EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გერმანიაში ყველაზე ცნობილი საცხობის მფლობელი ებრაელი ანჟელი ხშირად ამბობდა »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2022-09-30 14:41:35

გერმანიაში ყველაზე ცნობილი საცხობის მფლობელი ებრაელი ანჟელი ხშირად ამბობდა

granddaughter-grandfather-holding-hands

"იცით, რატომ ვარ დღეს ცოცხალი?
ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როდესაც გერმანიაში ნაცისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ებრაელებს. ერთ ღამეს მატარებლით წაგვიყვანეს ოსვენციმში. გარეთ საშინელი სიცივე იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში დაგვტოვეს საკვების და საწოლების გარეშე. შესაბამისად, შესაძლებლობის გარეშე, როგორმე გავმთბარიყავით.
უსასრულოდ თოვდა. ცივი ქარი ყოველწამიერად ლოყებს გვიყინავდა. ჩვენ ასობით ვიყავით საკვების , წყლის , თავშესაფრის გარეშე. სიცივისგან სისხლი ძარღვებში გვეყინებოდა. ჩემს გვერდით იყო მოხუცი ებრაელი, რომელიც ჩვენს ქალაქში ხალხს ძალიან უყვარდა . ის მთელი სხეულით ცახცახებდა და საშინლად გამოიყურებოდა. მკლავები შემოვხვიე, რომ გამთბარიყო. მჭიდროდ ჩავეხუტე და ვუზელდი ფეხებს, სახეს, კისერს. ვევედრებოდი, ცოცხალი გადარჩენილიყო. მე თვითონ დაღლილი და გაყინული ვიყავი, თითებს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მოხუცი მამაკაცის სხეულის მასაჟს და მის გამხნევებას არ ვწყვეტდი.
რამდენიმე საათი გავიდა ასე. ბოლოს,როგორც იქნა, გათენდა. მზე გამოანათა.
გარშემო მიმოვიხედე და მხოლოდ გაყინული ადამიანების ცხედრები დავინახე. ყინვიანმა ღამემ ყველა იმსხვერპლა. მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა : მოხუცი და მე .
მოხუცი გადარჩა, რადგან მე ის გავათბე , მე კი გადავრჩი, რადგან მას ვათბობდი.
ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო სწორედ ეს არის : როდესაც თქვენ სხვის გულს ათბობთ, მაშინ თქვენც თბებით. როდესაც მხარს უჭერთ, აძლიერებთ და შთააგონებთ სხვებს, მაშინ თქვენც იღებთ მხარდაჭერას, გაძლიერებას და შთაგონებას თქვენი ცხოვრებისათვის ."