EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 10 საზიანო ჩვევა, რომელიც ტვინს ანადგურებს »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: USHO
თარიღი: 2022-09-30 15:11:16
ტვინი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მართავს ორგანიზმს და უამრავ ინფორმაციას ინახავს.
ტვინის სტრუქტურა შეიძლება მარტივად დაზიანდეს, რაც გამოიწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის წარმოქმნას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით არსებობს 10 მავნე ჩვევა, რომელიც აფერხებს ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებას.
სტატიაში შემოგთავზებთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
1. გამოტოვებული საუზმე
საუზმობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა არ საუზმობს და ავიწყდებათ, რომ საუზმე დღის მანძილზე მიღებულ საკვებთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
საუზმის გამოტოვება იწვევს ტვინისათვის საჭირო საკვები ნივთიერებების არათანაბარი რაოდენობით მიწოდებას, და თუ ეს ჩვევად გექცათ, შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დეგრადირება.
2. უძილობა
უძილობა ძალიან მავნე ჩვევაა, რომელიც ასწრაფებს ტვინის უჯრედების სიკვდილს. ძილი უზრუნველყოფს სასიამოვნო დასვენებასა და სტრესებისგან ორგანიზმის აღდეგენას.
დაიმახსოვრეთ, რომ ჯანმრთელობისთვის ძილი აუცილებელია!
3. შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენება
სამწუხაროდ, შაქარი თითქმის ყველა პროდუქტისა და სასმელის შემადგენლობაშია. შაქრის ჭარბად გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმს შეიწოვოს საკვები ნივთიერებები, რაც იწვევეს გამოფიტვას და ტვინის დაავადებათა განვითარებას.
4. ნაყროვანება
ნაყროვანება გამოიწვევს წონის მომატებას, მუცლის შებერვას, აგრეთვე ამცირებს გონებრივ შესაძლებლობებს.
5. მოწევა
მოწევა ყველაზე მავნე ჩვევაა, ის იწვევს ტვინის გამოშრობას, აფერხებს გონებრივ შესაძლებლობებს და იწვევს სხვადასხვა დავადებათა განვითარებას. როგორიცაა, მაგალითად, ალცჰაიმერი.
6. თავზე გადაფარება ძილის დროს
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ჩვევა ამცირებს ჟანგბადის მოხმარებას და იზრდება ნახშიროჟანგის ჭარბად შთანთქმის რისკი.
7. დაბინძურებული ჰაერი
ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო არის დიდი რაოდენობით ჟანგბადის მიღება, ამიტომ მუდმივად დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას, რაც გავლენას ახდენს ტვინის ეფექტურობაზე.
8. ავადმყოფობის დროს ტვინის მუშაობა
ისეთი ტემპით ვცხოვრობთ, რომ ავადმყოფობის დროსაც კი გვიწევს ჩვენი საქმის შესრულება. ავადმყოფობა არის ორგანიზმის ნიშანი შეამციროთ მუშაობის ტემპი, თითქოს სხეული გატყობინებთ, რომ საჭიროებთ დასვენებას. სწორედ ამიტომ ავადმყოფობის დროს მუშაობამ შეიძლება შეამციროს ტვინის ეფექტურობა და გამოიწვიოს მისი დაზიანება.
9. იშვიათი საუბრები.
საუბარი ხელს უწყობს ტვინის განვითარებასა და ზრდას, ამიტომ ინტელექტუალური საუბრები აძლიერებს ტვინს და ზრდის მის ფუნქციურობას.
10. საინტერესო აზრების ნაკლებობა
აზროვნება აფართოებს ტვინს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაივიწყეთ მავნე ჩვევები და აირიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.