EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

საბა რობაქიძე

lexikona

Avlahs

დავით...

konstantine




« ამბობენ, სიმართლე და ტყუილი შეხვდა ერთმანეთსო »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2022-09-30 16:01:29

ამბობენ, სიმართლე და ტყუილი შეხვდა ერთმანეთსო

ჟან-ლეონ-ჟერომ-ფრანგი-მხატვარი

ჟან ლეონ ჟერომ — ფრანგი მხატვარი

ამბობენ, სიმართლე და ტყუილი შეხვდა ერთმანეთსო. ტყუილმა მიულოცა და უთხრა :"გილოცავ, ნახე რა კარგი ამინდიაო." აიხედა სიმართლემ და მართლაც მშვენიერი ამინდი დახვდა. გააგრძელეს საუბარი და ცოტახანში ჭას მიადგნენ. ჩაყო ხელი ტყუილმა და უთხრა სიმართლეს :"რა თბილი და სასიამოვნო წყალიაო". სიმართლემ ფრთხილად გადაამოწმა და მართლაც თბილი და სასიამოვნო წყალი დახვდა. ვიცურაოთო. ჩავიდნენ და იცურავეს. მერე ტყუილი ამოვიდა, ჩაიცვა სიმართლის სამოსი და გაუჩინარდა. ამოვიდა სიმართლე და ვერ იპოვა მისი სამოსი. შიშველი დაეძებდა სამოსს და სამყარომ ამ სიშიშვლის გამო სიძულვილი და ზიზღი არგუნა. შერცხვენილი და დამწუხრებული სიმართლე მიბრუნდა ჭასთან და ჩაიკარგა მასში სამუდამოდ. ტყუილი კი დადის სიმართლის სამოსით მსოფლიოში და აკმაყოფილებს მსოფლიო მოთხოვნას. ხოლო მსოფლიოს არაფრის დიდებით არ სურს შიშველი სიმართლის ნახვა დღემდე.