EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მოკლეს მეცნიერი, რომელმაც ჯვარი ფიზიკურად შეისწავლა »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2022-09-30 16:09:31

მოკლეს მეცნიერი, რომელმაც ჯვარი ფიზიკურად შეისწავლა

Cross

რუსმა მეცნიერებმა კვანტური ფიზიკის პოზიციებიდან შეისწავლეს ჯვარი და გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ. მათმა ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა შიპუნოვმა ამ შედეგების შესახებ საქვეყნოდ განაცხადა. მალე შიპუნოვი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.
აი, რა აღიარა მეცნიერმა: „ჩვენი ცდებით დამტკიცდა, რომ ჯვარი ერთადერთი მექანიზმია მთელს პლანეტაზე, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს წარმოქმნის, ანუ ჩვენი სიცოცხლისთვის უზრუნველჰყოფს ელექტრულ კვებას, რომლის გარეშეც არც ერთ ცოცხალ უჯრედს არ შეუძლია არსებობა. ყველაზე საინტერესო, აი, რა არის – ჯვრის იმ კუთხეში, სადაც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები გადაიკვეთებიან, ჩვენს ბიოსფეროში მთელი სამყაროდან შემოსული ენერგია ჰორიზონტალურ ნაკადად წარმოიქმნება. და ჯვრის სწორედ ეს ადგილი მარჯვნივ და მარცხნივ უთვალავ, მილიარდობით დამუხტულ ნაწილაკს გადმოაფრქვევს. ნაწილაკები გამოიფრქვევა კონებად.. ხოლო დიდ დღესასწაულებსა და ღვთისმსახურების დროს ჯვრიდან გვირგვინისებური გამოსხივება შეინიშნება. მერე ჯვრის ვერტიკალური შემადგენლიდან ეს ენერგია ტაძრის სივრცეში ხვდება და იქ ელექტრული ენერგიის უზარმაზარ პოტენციალს ქმნის. ამიტომაც ტაძარი, თანამედროვე კვანტური მექანიკის თვალსაზრისით, ენერგიის უზარმაზარ გამომსხივებელს წარმოადგენს. ეს გამოსხივება უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება და, ფაქტიურად, თავის გარშემო არსებული სივრცის მთელ ელექტრომაგნიტურ სტრუქტურას გარდაქმნის. ამას შემდეგ უზარმაზარი ძალის უფრო ფაქიზი ველების გარდაქმნაც მოსდევს, ანუ ტაძრის გარშემო სივრცე მთლიანად იცვლება. …ჯვრები თვით მიტოვებულ ტაძრებშიც კი გამოასხივებენ ენერგიას. ყველა ჯვარი სხვადასხვა ხარისხისას გამოასხივებს. ყველაზე ძლიერად ოქროსი, ლითონის – შედარებით ნაკლებად… გამოასხივებს ხის ჯვარიც. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ჯვრის ვერტიკალური ნაწილი კოსმოსურ რადიაციას ღებულობს, ჰორიზონტალური ნაწილი კი მას დედამიწის ზედაპირზე გადაასხივებს. ჯვარი წარმოადგენს ელექტრული მუხტების ყველაზე ძლიერი გამოსხივებელს და, სხვათა შორის, მაცოცხლებელი მუხტებისას, რომელთა რაოდენობა დედამიწაზე არა კმარა. ეს წმინდა ფიზიკური მოვლენაა. ჯვარი – ესაა დედამიწაზე სასიცოცხლო ძალების კვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლენა. მეორე ასეთი არ არსებობს ბუნებაში“.