EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დაბინძურებული ღვიძლი ნიშნებს გვიგზავნის »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Demien

თარიღი: 2022-12-15 19:32:57

დაბინძურებული ღვიძლი ნიშნებს გვიგზავნის

ღვიძლი

ღვიძლი ადამიანის მთავარი სასისოცხლო ორგანოა, რომელიც სინთეზირებს ჰორმონებსა და ფერმენტებს, გამოდევნის ტოქსინებს და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში.
 
ღვიძლი დიდი დატვირთით მუშაობს და ყოველთვის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.
 
შემოგთავაზებთ 9 ნიშანს, რომელთაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება.
 
1. ტკივილი და სიმძიმე მუცლის ზედა ნაწილში
 
თუ თქვენ მოიხმართ ცხიმიან საკვებს, შეიძლება მოიწვიოს ღვიძლის გადიდება. შებერილი მუცელი იმის დადმადასტურებელია, რომ თქვენი ღვიძლი სავსეა ტოქსინებით.
 
2. ღებინება
 
ღებინება შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ღვიძლს  პრობლემები აქვს. ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ დაგეუფლებათ უსიამოვნო შეგრძნება, თავბრუსხვევა, ღებინება, დიარეა.
 
3. მგრძნობიარე კანი და ყვითელი თვალის სკლერები
 
თუ თქვენი ღვიძლი სავსეა ტოქსინებით, აისახება კანზე გამონაყრით, აგრეთვე ყვითლდება თვალის სკლერები, როცა სისხლში ბილირუბინის მაღალი დონეა.
 
4. დაღლილობა და სისუსტე
 
ადამიანები, რომელთაც ღვიძლის პრობლემები აქვთ, გრძნობენ დაღლილობას, უმადობას. თუ ეს სიმპტომები გრძელდება მუდმივად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
 
5. ტემპერატურა
 
პაციენტებს, რომელთაც აქვთ ღვიძლის პრობლემა ხშირად აწუხებთ მუცელი, გრძნობენ დაღლილობას. თუ თქვენ გაქვთ ასეთი პრობლემები, აუცილებლად გააკონტროლეთ ტემპერატურა. ტემპერატურის მომატება იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი და მძვინვარებს ინფექცია.
 
6. კუნთების ტკივილი
 
თუ თქვენ მუდმივად გაწუხებთ კუნთები და სახსრები ან კანზე  გაქვთ სისხლჩაქცევები, ფეხები კი შეგიშუპდათ-შესაძლებელია ეს ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების ნიშანი იყოს.
 
7. შეცვლილი შარდი და განავალი
 
თუ შარდი გამუქდა და განავალიც შეცვლილია, ეს მიუთითებს, რომ ღვიძლი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს.
 
8. სხეულის ქავილი
 
ღვიძლში დაგროვილი ტოქსინები იწვევს ქავილს.
 
9. სისხლდენა
 
იშვიათი სიმპტომია. ხშირი სისხლდენა და სხეულზე გაურკვეველი მიზეზის გამო წარმოქმნილი სილურჯეები ასოცირდება შედედების ფაქტორების ნაკლებობაზე, რაც გამოწვეული არის ღვიძლის ცუდი მუშაობით.
 
ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზი ტოქსინებით გადატვირთული ღვიძლია.
 
რისგან დავიცვათ ღვიძლი?
ღვიძლი არსი ფილტრი, რომელიც ასუფთავებს სისხლს მავნე ნივთიერებებისგან.
 
ღვიძლს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და აუცილებლად მათზე უნდა თქვათ უარი, რათა ამ ორგანომ შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება.
 
აი, რა მავნე ჩვევებიდან უნდა დაიცვათ ღვიძლი:
 
ალკოჰოლი;
ცხიმიანი საკვები;
პასიური ცხოვრების წესი;
გამაყუჩებლი საშუალებების ხშირად გამოყენება;
მედიკამენტები;
თუ გსურთ, რომ თქვენი ღვიძლი იყოს ჯანმრთელი,  აუცილებლად იკვებეთ სწორად და თქვენი კვების რაციონში შეიტანეთ  სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტები.
 
მოგიმზადეთ ჩამონათვალი იმ სასარგებლო პროდუქტებისა, რომლებიც აუცილებელად უნდა მიიღოთ, რათა თქვენი ღვიძლი იყოს ჯანმრთელი:
 
მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი;
თაფლი;
ხაჭო;
კურკუმა;
ხილი: ვაშლი, ბანანი, მსხალი, ატამი, გარგარი;
ბოსტნეული: გოგრა, სტაფილი, ჭარხალი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო.
დაუკვირდით მოცემულ ნიშნებს და თუ აღმოაჩენთ მსგავს პრობლემებსს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.