EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რამდენიმე სასარგებლო რჩევა ზამთრის ყინვებში უსაფრთხოდ მგზავრობისათვის »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: Demien

თარიღი: 2022-12-24 13:21:48

რამდენიმე სასარგებლო რჩევა ზამთრის ყინვებში უსაფრთხოდ მგზავრობისათვის

Car-Tires-On-Winter-Road-Stock

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქვეყანაში (დიდი ქალაქების უმეტესობაში) ზამთრის ძლიერი ყინვები და დიდთოვლობა არ გვაწუხებს, მძღოლებს მაინც დისკომფორტს გვიქმნის სიცივე და ვცდილობთ, ზამთარს ჩვენი ავტომობილები მომზადებული დავახვედროთ.
 
ზამთრის კურორტებზე ან სოფელში გამგზავრებისას მეტი რისკია იმისა, რომ მანქანას ყინვამ პრობლემები შეუქმნას.
 
ზოგი მანქანა იდეალური მეგზურია წელიწადის 3 სეზონზე, ზამთრის ყინვებს კი ვერ უმკლავდება.
 
რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? მოსახლეობის უმეტესობას სეზონებზე მორგებული ავტომობილები არ ჰყავს, ვერც „დათვივით“ გამოვაზამთრებთ დათბუნებულ ავტოფარეხში, ამიტომ ნაკლებად რადიკალურ გამოსავალს გთავაზობთ და გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ზამთრის ცივ დღეებში ნამდვილად გამოგადგებათ:
 
  • შეამოწმეთ ყინვის საწინააღმდეგო საშუალება ე.წ „ანტიფრიზი“
  • შეამოწმეთ საბურავის წნევა
  • გამოიყენეთ ზამთრის საბურავები
  • თქვენი ავტომობილის შემოწმება პროფესიონალს ანდეთ
  • მუდამ თან იქონიეთ ზამთრისთვის შესაფერისი „გადაუდებელი დახმარების“ ყუთი
 
ზამთრის დღეების დასახვედრად ერთ-ერთი მთავარი პირობა ძრავის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაა. ავტომობილის სითხეების უმეტესობის მსგავსად „ანტიფრიზიც“ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
 
ზამთრის დაბალი ტემპერატურა საგრძნობლად ამცირებს ძრავის ტემპერატურას და თუ ყინვის საწინააღმდეგო სითხის დონე არ არის საკმარისად მაღალი შედეგად ვიღებთ ძრავის კომპონენტების შესუსტება/გაფუჭებას. “ანტიფრიზი” ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება, ამით კი თავიდან ვიცილებთ ძრავის კოროზირებას.
 
შეამოწმეთ საბურავის წნევა
 
ზამთრის დაბალი ტემპერატურა გავლენას ახდენს საბურავების წნევაზეც. ტემპერატურის შემცირების პარალელურად ეცემა თქვენი საბურავის წნევაც. 2007 + ავტომობილებში  საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემა (TPMS) აანთებს გამაფრთხილებელ სიგნალს/შუქებს. ძველ ავტომობილებში კი წნევა თავად უნდა გაზომოთ და აკონტროლოთ.
 
ყოველთვის ნორმის ფარგლებში გქონდეთ საბურავების წნევა, ამითი თავიდან აიცილებთ ზამთრის პერიოდისთვის დამახასიათებელ საგზაო შემთხვევებს.
 
გამოიყენეთ ზამთრის საბურავები
 
თუ ზამთრის პერიოდში ყოველდღიურად გიწევთ შორ მანძილზე მგზავრობა თქვენი საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლეთ. ეს „ინვესტიცია“ წელიწადის ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო გადაწყვეტილებაა.
 
რა თქმა უნდა, ის ჩვეულებრივ საბურავებთან შედარებით ძვირია, თუმცა, ისინი უფრო გამძლეა და სველ, დათოვლილ გზაზე ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა.
 
თქვენი ავტომობილის შემოწმება პროფესიონალს ანდეთ
 
ჩვენ ვტომობილის სისტემატიური დიაგნოსტირების „კულტურა“ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს (ყოველწლიურ, სავალდებულო ტექ.ინსპექტირებას თუ არ ჩავთვლით).
 
მძღოლების უმეტესობა საკუთარ თავს უფრო ენდობა და ავტომობილის „ავკარგიანობას“ თავად ამოწმებს.
 
(რა თქმა უნდა, ამისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს) უბრალოდ, ზამთრის პერიოდში, სანამ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ნანატრ მოგზაურობას დაიწყებდეთ და დათოვლილი კურორტებისკენ მიმავალ საოცნებო და თავგადასავლებით აღსავსე გზას დაადგებოდეთ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალებთან, ისინი უკეთ გირჩევენ თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ასეთი საპასუხისმგებლო „ვოიაჟის“ დროს.
 
მუდამ თან იქონიეთ ზამთრისთვის შესაფერისი „გადაუდებელი დახმარების“ ყუთი
 
თუ ზამთრის პერიოდში სადმე აპირებთ წასვლას, მუდამ თან იქონიეთ სეზონისთვის შესაფერისი დახმარების ყუთი. შეიძლება გაიღვიძოთ და მანქანა დათოვლილი დაგხვდეთ, ფანჯრები კი მოყინული. თან იქონიეთ სათადარიგო საბურავები, პატარა ნიჩბებები და ფანარი. მანქანაში იქონიეთ დამტენი კაბელი ე.წ “პერემიჩკა”.
 
ყველას მშვიდობიან და სასიამოვნო ზამთარს გისურვებთ.
 
adjaracars.com