EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მოსკოვის პატრიარქ ფილარეტის დასტურით, საჯაროდ ჩამოახრჩვეს »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: admin
თარიღი: 2023-01-28 10:47:43
1614 წლის 15 დეკემბერს, მოსკოვში, ახლადგამეფებული მიხეილ რომანოვის განკარგულებით და მოსკოვის პატრიარქ ფილარეტის დასტურით, საჯაროდ ჩამოახრჩვეს 3 წლის ბავშვი - სამეფო ტახტის პრეტენდენტი, მარინა მნიშეკის და ცრუდიმიტრი მეორეს ვაჟი ივანე (1611-1614). თვითმხილველების გადმოცემით, ზრდასრული ადამიანისათვის განკუთვნილი სქელი თოკისა და ბავშვის მცირე წონის გამო, პატარა ივანე არ გაიგუდა. მტირალი ბავშვი რამდენიმე საათი ეკიდა თოკზე, სანამ ზამთრის ყინვა იმსხვერპლებდა. გადმოცემის თანახმად სიკვდილის წინ მარინა მნიშეკმა დაწყევლა რომანოვების საგვარეულო. მიხეილ რომანოვი, როდესაც მეფედ არჩევა შეატყობინეს, კოსტრომაში, იპატიევის მონასტერში იმყოფებოდა, გამეფების შემდეგ მარინა მნიშეკის შვილის სიკვდილით დასჯა მისი ერთერთი პირველი განკარგულება იყო, რათა ტახტის მოქიშპე აღარ ჰყოლოდა. რომანოვების დინასტიის მმართველობა დაიწყო იპატიევის მონასტერში ბავშვის მკვლელობით და სამი საუკუნის შემდეგ დასრულდა იპატიევის სახლში, ასევე ბავშვის მკვლელობით. 1918 წლის 17 ივლისს, ქ.ეკატერინბურგში, იპატიევის სახლის სარდაფში დახვრიტეს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე თავის ოჯახთან ერთად, მათ შორის ტახტის მემკვიდრე, 13 წლის ალექსი რომანოვთან ერთად.