EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ მოვიქცეთ ქიმიოთერაპიის დროს (ზოგადი რჩევები) »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი:
თარიღი: 2013-02-17 18:42:22
- ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადაიტანეთ მომდევნო დღისათვის, როცა უკეთ იგრძნობთ თავს.
- ეცადეთ დაინტერესდეთ და დაკავდეთ რაიმე ახლით.
- ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან მკურნალობა დროს მოითხოვს. შეეგუეთ ამას.
- ეცადეთ მოდუნდეთ, მიიძინეთ, გადაიტანეთ ყურადღება სხვა თემებზე.
- გახსოვდეთ, რომ მაღალკალორიული და ვიტამინიზირებული საკვები ძალიან დაგეხმარებათ ორგანიზმის აღდგენის პროცესში.
- გაამახვილეთ ყურადღება ზოგად ჰიგიენაზე - მიიღეთ თბილი შხაპი,
- დრო და დრო აწარმოეთ დღიური, სადაც ჩაინიშნავთ შეკითხვებს ექიმისათვის.
- არ მოეშვათ და მკურნალობის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი გამოიჩინეთ სიმტკიცე.
- თუ მალე იღლებით, შეზღუდეთ აქტიური მოძრაობა, მოისვენეთ და შეასრულეთ მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- მიიღეთ მკურნალობა, როგორც მიზანი, რათა გაგიადვილდეთ მისი სწორად აღქმა.
ამ დროს უკუჩვენებაა ცხელი აბაზანა, აბანო, საუნა, გაციებისას გამორიცხულია მდოგვის საფენები, რეკომენდირებულია თაფლი, ჟოლოს მურაბა, ბალახეული ნახარშები, შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალებების მიღება, ხოლო ანტიბიოტიკები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.