EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თქვენ რა გგონიათ, ბოროტება და ჯადო ის კი არ არის... »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2023-01-28 13:39:23

თქვენ რა გგონიათ, ბოროტება და ჯადო ის კი არ არის...

mama-gabrieli

თქვენ რა გგონიათ, ბოროტება და ჯადო ის კი არ არის მხოლოდ, მოლები რომ შეულოცავენ, ჯადო შეიძლება უბრალო მომსვლელს, თუნდაც კეთილისმყოფელს მოჰყვეს, ამიტომ ყოველთვის თქვი შეხვედრის ლოცვა -
 
 უფალო ღმერთო, გვიხსენ ძვირის ზრახვისაგან და ჰყავ ხილვა ჩვენი მშვიდობით და შემთხვევა ჩვენი ურთიერთას ნებისაებრ შენისა. ამინ! - და კარს ჯვარი გადასახე წმიდა სამების სახელით.
 
თუ იციან, ან ეჭვი აქვთ, რომ სახლში ჯადოა, უნდა მოიყვანონ მღვდელი და წააკითხონ "სახლსა ზედა შეგრძნებულისასა" ლოცვები და ასე აკურთხებინონ. მღვდელმა ეკლესიიდან კი არ უნდა მოიტანოს ნაკურთხი წყალი, არამედ მცირე აიაზმა ადგილზევე უნდა იკურთხოს და ამ წყლით უნდა ისხუროს იქაურობა. უბრალოდ "სახლსა ზედა" კურთხევა ვერ განაგდებს ჯადოს. ხოლო თუ ჯადო არ არის, მაშინ ამ წესის აღსრულება არ არის საჭირო და ჩვეულებისამებრ აკურთხებინებენ სახლს.
საზიარებელი ბარძიმის გარდა, ყველაფერს უნდა გადასახო ჯვარი. როდესაც ქუჩაში რაიმე ნივთი დაგდებული, ვაითუ ბოროტის დაგდებულია. თუ ნახე, სამების სახელით შეგიძლია თვალითაც გადასახო ჯვარი.
წმ.ღირსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი