EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნიგერია. ცენტრ.ბანკი მოსახლეობას აიძულებს გამოიყენოს ციფრული ვალუტა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nuka Gogebashvili

თარიღი: 2023-01-28 13:50:57

ნიგერია. ცენტრ.ბანკი მოსახლეობას აიძულებს გამოიყენოს ციფრული ვალუტა

CBDC

ნიგერიაში ცენტრალური ბანკი მოსახლეობას აიძულებს გამოიყენოს ციფრული ვალუტა (CBDC). დაწესდა ახალი ლიმიტი ბანკომატიდან ნაღდი ფულის გატანაზე, დღეში 44 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით. ნელ-ნელა ბრუნვიდან გააქვთ ნაღდი ფულის ნაწილი და ძველი ბანკნოტები ძალაში რჩება მხოლოდ იანვრის ბოლომდე, წერტილი! 
აქვე დავამატებ...
ჩინეთში განიხილება და სავარაუდოდ მალევე ამოქმედდება (CBDC) ციფრული ვალუტის ვადიანი ანალოგი, მობილურის ანგარიშივით. ვერ გამოიყენე 1 თვეში თანხა? ჩამოგეჭრება. ამაზე მიმაგრებული იქნება სოციალური ქცევის შეფასებაც... წყალი, გაზი, ნაგავივით ))))... გამოთქვამ რაიმე უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ, ან არ დაემორჩილები ლოქდაუნის წესებს, ან კიდევ იქ არ დადგები ქუჩაში, სადაც უნდა იდგე, ან აივანზე უნებართვოდ ყვავილს დადგამ. მოკლედ, უსასრულო აკრძალვებით ადამიანს ისეთ მარწუხებში ჩასვამენ, რომ ზომბი უფრო თავისუფალი იქნება. ჰოდა თუ რომელიმე წესს დაარღვევ, პურის ყიდვას რომ დააპირებ, სალაროსთან ჰოპ, და აღმოჩნდება, რომ თანხა ჩამოჭრილი გაქვს ცუდი საქციელისთვის.