EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« იცით, რატომ ჰქვიათ ნოტებს დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი? »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2023-01-28 19:20:00

იცით, რატომ ჰქვიათ ნოტებს დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი?

ნოტები

7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი.
 ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Ut queant laxis”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება.
 დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად  იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით.
 შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს:
დო – DOMINUS – ღმერთი
რე – RERUM – მატერია
მი – MIRACULUM – სასწაული
ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა
სოლ – SOLIS – მზე
ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი
სი – SIDERAE – ზეცა