EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ღმერთს რუსთათვის არც მოტვლეპილს კეფაში ტვინი ჩაუდვია და არც მყრალს გულში გრძნობა. »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2023-03-04 15:27:51
“ღმერთს რუსთათვის არც მოტვლეპილს კეფაში ტვინი ჩაუდვია და არც მყრალს გულში გრძნობა. მატყუებენ, მატყუებენ და მაგ მოტყუებას ბოლო არა აქვს.
ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი ამათ ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისაგან. ვერ წარმოიდგენ, რა ხალხია. ღმეჭია, ღრეჭია, ფლიდი და მურტალი, ერთი ერთმანეთს ასხედან და რუსეთის იმპერიის საქმეს აწარმოებენ.
ამათ საძაგელს ჩინოვნიკობასთან ჩვენებს კიდევ რა უჭირთ, ამათთან ანგელოზნი არიან. თუ რუსეთს დაღუპავს რამე, სწორედ ეს მსუნაგი, ნამუსმიხდილი, მტაცებელი, ბრიყვი ჩინოვნიკობა დაღუპავს…”
“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი.
აკაკი წერეთელი:
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.
ვაჟა ფშაველა:
გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრლე, მეც ადამიანი ვარ, მეც გრძნობა მაქვს, ნუ მიცქერი, როგორც პირუტყვსო. რომ გაგიჭირე საქმე თხოვნითა და ლაქუცით, ვფიქრობდი შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მოგეღო, შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენაც მოგეკეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი.
სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დადუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. შვილები ჩაგაბარე, – გაგინათლებო დამპირდი. ისე შენ მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე, საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: “ჰა, შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!”
მიხეილ ჯავახიშვილი:
"-ხალხი რანაირია? - ჰკითხა ალექსანდრე ორბელიანმა.
- ხალხი? გასალოსებულია, ყველანი ღვთის კაცები არიან. არაყი და როზგი უყვართ." ("არსენა მარაბდრლი")~
გრიგოლ რობაქიძე:
"ზოგმა დამპყრობელმა ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა.
სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის განმგებლად და ავად თუ კარგად, თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, დღესაც კი - რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი, არამცთუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი, ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ, ან ჯიუტი და მოღალატე ქარველი _ მახარაძის და ორჯონიკიძის ტიპისა თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი."