EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შეცდომები ოხრახუშის დათესვისას, რომლებიც არ უნდა დაუშვათ, თუ უხვი მოსავალი გსურთ »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2023-03-04 18:17:58

შეცდომები ოხრახუშის დათესვისას, რომლებიც არ უნდა დაუშვათ, თუ უხვი მოსავალი გსურთ
ზოგჯერ გამოცდილი მებოსტნეებიც მწვანილის გაზრდაზე „ისვენებენ“. შედეგად, მწირ მოსავალს იღებენ. ამ შემთხვევაში ხშირად ყველაფერს ცუდ თესლს აბრალებენ. არადა გვახსოვს, რომ კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი და სხვა ბოსტნეული განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ზუსტად ასე სჭირდება ოხრახუშს.
 
სწორი მოვლის უგულებელყოფის შემთხვევაში ფულის, დროის და კვალში ადგილის დაკარგვის დიდი რისკი არსებობს. ოხრახუშის ცუდად გაზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი მოგვარება ადვილია. შემდეგი წესების დაცვით არა მხოლოდ მოსავალს შეინარჩუნებთ, არამედ მის გამრავლებას ისწავლით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.
 
ოხრახუში
 
რატომ არ იზრდება ოხრახუში
 
ცივი დღეების შემდეგ პირველ რიგში ბოსტნეულის გამწვანებაზე ვზრუნავთ. არომატული ბალახის პირველი მოსავლის სწრაფად აღება გვსურს, ხოლო შემდეგ ცხელ წვნიანში ან შემწვარ კერძებში დამატება. თუმცა აქ მუხთლობა იმალება. გავარკვიოთ.
 
საადრეო თესვა
 
ოხრახუშის-თესვა
 
გახსოვდეთ: აჩქარება კარგს არაფერს მოგიტანთ. მცენარის ბუნება არ დაგავიწყდეთ. ოხრახუში ბევრ ეთერზეთს შეიცავს. თუ მიწა ცივია, ისინი აქტიურ ზრდას ხელს უშლიან. უმჯობესია, ოხრახუში დათესოთ გვიან გაზაფხულზე, როცა მიწა საკმარისად გამთბარია. სითბოში ეთერზეთი და სხვა მიკროელემენტები შესანიშნავად იხსნება. ასე პირველ ყლორტებს უკვე მე-5-7 დღეს დაინახავთ. ასევე მცენარე ჯერ სათბურში შეგიძლიათ მოათავსოთ, შემდეგ უკვე გადარგოთ. ასე მოსავალს უფრო ადრე მიიღებთ. თუ ამინდი ღია გრუნტში დათესვისას სითბოთი არ გახარებთ, მინი სათბური მოუწყვეთ.
 
მიწის მომზადება
 
მიწის-მომზადება
 
ოხრახუშის თესლის დათესვამდე კვლები უნდა მოამზადოთ და შესაბამისი ორმოები გააკეთოთ. ოდნავ სველ მიწაში და 2 სმ სიღრმეზე დათესეთ. მსუბუქი და არა უმეტეს 1,5 სმ სიმძიმის მიწა უყვარს. ორმოებს მიწა მოაყარეთ და ოდნავ ჩატკეპნეთ. ფხვიერ მიწაში თესლი პირველივე მორწყვისას მიწაში ღრმად ჩავა. ასე ყლორტებს ზემოთ ამოსვლა გაუჭირდება. მნიშვნელოვანია: რიგებს შორის დაშორება 18-20 სმ–ს არ უნდა აჭარბებდეს.
 
მიწის დატენიანება
 
მიწის-დატენიანება
 
პირველი ყლორტების გამოჩენამდე მიწის სისველე უნდა შეინარჩუნოთ. მშრალ მიწაში თესლი ვერ გაღვივდება. ტენიანობის შესანარჩუნებლად სპეციალური საფარი მასალა (აგროქსოვილი) შეგიძლიათ გამოიყენოთ. აკონტროლეთ, რომ მწვანილის კვლები საკმარის ბუნებრივ სინათლეს იღებდეს.
 
როგორ დავამუშავოთ ოხრახუშის თესლი სწორად
 
ოხრახუშის თესლის გაღვივება რომ დააჩქაროთ, ქვემოთ მოცემული ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ.
 
ღია გრუნტში დათესვამდე თესლს ცხელი წყალი დაასხით. ტემპერატურა 45-50 გრადუსი უნდა იყოს. 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ თესლი გარეცხეთ და ახალ თბილ წყალში მთელი ღამით ჩაალბეთ. დილით გაამშრალეთ და დათესეთ.
თესლი ნატურალური ქსოვილის ქისაში მოათავსეთ და მიწაში რამდენიმე დღით ჩამარხეთ. ვადის გასვლის შემდეგ გასივებული თესლები კვლებში დათესეთ.
ოხრახუშის თესლი 10-15 წუთით არაყში ჩაალბეთ, შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. შემდეგ პირსახოცით გაამშრალეთ და დათესეთ. მარცვლები სპირტის ხსნარში 20 წუთზე მეტხანს არ გააჩეროთ, ასე დაიღუპება.
 
ოხრახუშის-თესლი
 
გახსოვდეთ, ოხრახუშის თესლი აქტიურად რომ გაიზარდოს, თესლი სწორად უნდა დათესოთ, კვლები რეგულარულად მორწყათ (დღეში 2–ჯერ). ეს იმ მომენტამდე მაინც გააკეთეთ, სანამ არ გაღვივდება.
 
წყარო: alltime-მი