EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეს არის ურარტუს ანუ ალაროდთა მთა. ცხადია აქედან, ამ ეტიმოლოგია-ტოპონიმიდან დაერქვა შემდგომ მას არარატი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2023-03-04 19:52:36
ისე ვისაც ან ისტორია არ ჰქონდა, ან ისტორია არ უყვარდა, ან საკუთარი ისტორიისა და ხანმოოოკლე სახელმწიფოებრიობისა ესირცხვილებოდა, ან სხვისი ისტორიისა ეშინოდა და შურდა, ან ანგარება ამოძრავებდა... სწორედ ისეთებს უვარდებოდათ ხელში ძალაუფლება და უნივერსიტეტი-კათედრა და გრიფი და გონორიც... ადრე კი იმპერიათა მფარველობა.
არც იმპერიას, არც არმენიელებს, არც ბოლშევიკებს, არც ანგარებიანებს, არც ფსევდოლიბერალებს და არც კომუნისტებას არ აწყობდათ ის რეალობა, რომ აქ პირველი ეთნოსი ქალდეველი-კარდუელი იყო (ამას წერს ჯავახიშვილი, ჯანაშია, კირიონ მეორე, გრიგოლ რობაქიძე, მანამდე ილია ჭავჭავაძე, მანამდე თ.ბატონიშვილი, 2013 წელს პატრიარქი ილია მეორე).
დიახ ეს იყო ეთნოსი, ჩვენ გვყავდა ეთნარქი სახელიანი და მამისახელიანი და გვარიანიც! თუნდაც მაგალითად უფლოსი მცხეთოსის-ძე ქართლოსიანნი, ან თორღამეანნი, ანუ იაფეტიანნი!!! და ისინი ქართულად საუბრობდნენ და ნოეს ღმერთის მორწმუნენი იყვნენ!!!
იცით, რომ ამაზე საუბარი ისტორიის წიგნებში თითქოსდა უსაფუძვლობა-ზღაპრობის გამო აკრძალული გვქონდა. და ჯერ კიდევ პატკანიანმა მე-19 საუკუნის ბოლოს უსირცხვილოდ გამოგვიცხადა: "ეგ თქვენი 'ქართლის ცხოვრება' ტყუილია და ლეგენდააო, მე-18 საუკუნეში შეთხზა ვახტანგმაო და ერთადერთი მართალი რაც გაქვთ "სომხური ქრონიკა' არისო, სადაც საქართველოზეა ცნობებიო. და ეს სომხური ქრონიკა-ცნობებიც ვიღაც უსწავლელმა უმეცარმა სომეხმა მღვდელმა დაგიწერათ მე-12 საუკუნეშიო, აი სწორედ მაშინ ქართველებმა ისტორიის საჭიროება რომ დაინახეთოოო"!!!. (ეგეც შენ "ვრაცო"!!! ...პირს ლაგამი ზომიერი...? (მაშ რომელი ისტორიის კათედრა ებრძვის ამ ციტატის და ავტორს და მის თეორიებს ჩვენზე? მხოლოდ სულმნათი ილია ებრძოდა მას და დიდი ივანე ჯავახიშვილი...)
ჰოდა ეგ გამყალბებელი კაცი ფიზიკურად კი მოკვდა, არც სულიერად იქნება კარგად, მაგრამ დანატოვარი ავტორიტეტითა და სკოლით ცოცხალიცაა და იზრდება კიდეც.
...იგი პეტერბურგის უნივერსიტეტის ჯერ არმენოლოგიის, შემდგომ კავკასიოლოგიის კათედრის გამგე იყო. იგი დაიბადა სადღაც შუაგულ დონბასში მდ.დონის პირეთში... მაგრამ იყო სომეხი ერის დიდი პატრიოტი, დიდი მეცნიერი, მაგრამ ძალზედ ტენდენციური და საქართველოს ისტორიის დამაკნინებელი... რად უნდოდა საქართველოს ისტორიის დაკნინება? მეტადრე ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც, ასევე აღმოსავლეთიდანაც? ამასთანავე პრეისტორიულ, ანტიკურ და შუასაუკუნეების ხანაში?
აი რატომ, ერთი რომ სადაც არ უნდა დაიბადოს არმენიელი, იგი იბადება და იზრდება იდეა-სწავლებით რომ იყო და იქნება "ველიკაია არმენია"...
და მათი წარმოდგენის "ველიკაია არმენიის" 1/2 ნაწილი სწორედ ქართული მიწაა...!!!
მეორე კი იმიტომ დაამცრო საქართველოს ისტორია მაგალითად ჩრდილოეთის მხრიდან, რომ ეს იმპერიის პროგრამა და ნაღმი იყო... მის თეორიას "ქართიზაციის თეორია" დაერქვა შემდგომ... ესაა 5-6 ნაღმი, თუმც ნაღმის ადგილნი და დამდებნი ცნობილნი არიან! (და ეს კარგია). ...თუმც გამნაღმველებსა და ფარ-ხმალ-ბეჭედ-კალმიანებს სძინავთ, ან თვლემენ (ეს ცუდია!)
-
ილია ჭავჭავაძემ აკადემიური, მეცნიერული და ეროვნული მუშტი ჩასცხო პატკანოვის თეორიას და დაანგრია კიდეც... მაგრამ ილია მოგვიკლეს მერე.
მერე პატკანოვის მოსწავლე ნ.მარი გააფთრდა, თავიდან ნ.მარმა რამდენადმე ახალგაზრდობის ასაკში მყოფი ივანე ჯავახიშვილიც კი გადაიბირა. და ვის ჰქონდა უფლება ჯავახიშვილისადმი საყვედური-შენიშვნა ეთქვა? არავის, გარდა მშობელი მამისა! დიდი ივანე ჯავახიშვილის მამაც, ალექსანდრე ივანეს-ძე დიდი საზოგადო მოღვაწე, მასწავლებელი, სწავლული, პედაგოგ-ზედამხედველი, დიდი ბიბლიოთეკის მქონე ადამიანი იყო. იგი მე-19-20 საუკუნეების ზღვარზე თავის შვილს, მეოთხე კურსელ ივანეს მღელვარებით წერს წერილს, რომ: "შვილოო, როგორც მამა გირჩევო, შენი ჭეშმარიტი თვალით შეხედეო ყველაფერსო და არ მიჰყვე ნიკო მარის ქართულის საწინააღმდეგო მიმართულებებსო" (ეს ციტატა არაა, მაგრამ
100 %-ით ზედმიწევნით გადმოვეცი შინაარსი).
მერე ყველანაირად იწევდა მარი, რომ თსუ-ში ჩამოსულიყო ან დეკანად, ან კათ.გამგედ ან პროფესორად და დიდმა ივანემ არ დაუშვა ეს.
მერე დიდი და განძი წიგნი დაიწერა ჯავახიშვილის მიერ და გარდაცვალების მერე გამოიცა და ეს წიგნი მასიურად ამოიღეს-დახიეს-გააქრეს... დღეს ალბათ 8-9-10 ეგზემპლარია ცოცხალი.
იქ წერია 50-საუკუნოვანი ჩვენი ქარდუელთა ისტორიის შესახებ!!!
-
გენაცვალეთ... ისევ სურათი იხილეთ, ეს ურარტუს ანუ ქალდეას-კარდუს მთაა და მის სამხრეთით ქალდეა-კარდუ-ქარდუქი-გორდუენი იყო წარღვნის მერე 25-26 საუკუნე... 23 საუკუნის წინ სულაც არიან ქართლი.
მის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ბიბლიური (დაბ 2;13) ქვეყანა იყო სახელად ქუში (ებრაულად და სპარსულად), იგივე ეთიოპია და აბისენია (ბერძნულად და ლათინურად), იგივე აბაშეთი ქართულად. იგივე მედეას ქვეყანა სადაც აიეტიოპიელები, ანუ აიას მოქალაქეები ცხოვრობდნენ. აიეტი აიას მოქალაქეს ნიშნავს ზოგადად და აიას მეფის სტატუსი იყო ეს ანუ მთავარი აიეტი, თორემ მას ოტია რქმევია. ხოლო საბერძნეთიდან დაბრუნებული მედეა სწორედ აქ დასახლდა თავის ერთგულ ერთან ერთად... დიდი ალბათობით მადაის კუშ-ში... სპარსულად ამ მთას ჰქვია ნოეს მთა და ასე ჟღერს- 'კუხ ნოე' (ანუ კუშ ნოე). ანუ მთის ქვეყანა ერქვა აქაურობას ზოგადად მოსეს დროს და მართლაც რაოდენ გამორჩეულია იგი.
სტრაბონი ამ მთას უწოდებს აბუშ-ის მთას, აქედანაც მოდის სახელი აბისენა და აბაშეთი. ასევე პირველი ეთიოპია, მედეას დაბრუნებისშემდგომი ქვეყანა.
მას გარემოუვლის ბიბლიური მეორე მდინარე გიჰონი ანუ რასხი.
ანუ სახელები ქუში და აიეტიოპია, აბისენია საიდან მოდის გავიგეთ... და მერე აქედან მიდის მთელი კაცობრიობა დანარჩენ დედამიწაზე თავისი ტოპონიმებიანად.
...ამ კარდუს მთიდან (დიდი არარატიდან) ჩრდილო დასავლეთით ქართული ეკლესიაა სოფელ ჩანგლიში... ნეტავ მისი სახელი მითხრას ვინმე ანგელოზმა თქვენგანმა.
---
ნახეთ, ნახეთ შოოორს ჰორიზონტზე დიიიდი კავკასიონი, ამაყი უშბა და ... "ცისა ფერი, ლურჯი ფერი, რომელსაც სიყრმიდან ვეტრფოდი"-თ. სამშობლოს ფერები მოსჩანს შორს სიყვარულით
რეალური ისტორია არის გეგა გიორგი ხვედელიძეთან ერთად.