EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე »

კატეგორია: ფლორა და ფაუნა

ავტორი: Shimazaki

თარიღი: 2023-03-05 14:19:05

ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე

The-Deadly-Treasure-Lake-Kivu

კივუ - ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და რუანდის საზღვარზე.
 
ფართობი: 2700 კმ²
 
სიღრმე: 496 მ-მდე.
 
მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე.
 
ტბა წარმოიქმნა ვულკანური ლავებით ძველი მდინარეული ქსელის გადაკეტვის შედეგად. ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილი. ტბაში 150-ზე მეტი კუნძულია. ის მდინარე რუზიზით უკავშირდება ტანგანიიკის ტბას. ამავე ტბაში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებში არსებული, კუნძული - იჯვი.
 
კივუს ტბა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ბუნებრივი წყალსატევია - ის ზღვასავით, უზარმაზარი ზომის და ძალიან ღრმაა. ტბა ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიღრმე ზოგ ადგილებში 0,5 კმ-ს აღწევს, ამიტომ მსოფლიოს 10 ყველზე ღრმა ტბების რიცხვში შედის.
 
მისი ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილია.
 
The-Deadly-Treasure-Lake-Kivu
 
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კივუს ტბა ვულკანური აირების უზარმაზარი მარაგის გამო პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად მიიჩნევა. კვლევის მიხედვით, მის ფსკერზე, დაახლოებით, 65 კ. კმ. მეთანის და 256 კ.კმ ნახშირორჟანგის საცავია, რამაც შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ ნახშირორჟანგი ტბაში ისეთ სიღრმეზე მდებარეობს, სადაც მაღალი წნევა და დაბალი ტემპერატურაა. სულ მცირე მიწისძვრამაც კი შეიძლება ისეთი ეფექტი გამოიწვიოს, როგორსაც გაზიანი სასმელის ბოთლის შეჯანჯღარებისას ვხედავთ. ასეთ დროს ტბიდან ტონობით ნახშირორჟანგი ამოიტყორცნება და რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს!
 
 
კივუს ტბის ნაპირზე, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ადამიანები ტბაში ყოველდღე ბანაობენ, თევზაობენ, ნავებით დაცურავენ და ცხოვრებით ტკბებიან და არც კი ფიქრობენ, რომ ტბამ შეიძლება, მათი სიცოცხლე ნებისმიერ წამს დაასრულოს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის... როდესაც ექსპერტებმა კივუს შესწავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მასში ნახშირორჟანგის კონცენტრაციაზე საშიშია კიდევ ერთი მომაკვდინებელი აირის არსებობა - კივუს ტბის წყალი მეთანს შეიცავს. შესაბამისად, ამ თვალწარმტაც ტბას არა მხოლოდ მომწამვლელი აირის გამოყოფა, არამედ კატასტროფული აფეთქების გამოწვევაც შეუძლია და ამისთვის მცირე ნაპერწკალიც საკმარისია! მაგრამ ჭკვიანმა ადამიანებმა სარგებელი ამ სიტუაციაშიც ნახეს და მეთანის პირდაპირ ტბიდან ამოტუმბვა დაიწყეს. ტბის მარაგი სრულიად საკმარისია მთელი ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთვის.
 
 
და კიდევ, ერთი პარადოქსი: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტბა, სულ სხვა თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სრულიად უსაფრთხო ადგილია: თუკი ნიანგების გეშინიათ, მეთანის გამო, აქ მათი ნასახიც არ არის...
 
წყარო: palitranews