EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ორეგონის სანაპიროზე მეტალის უცნაური ყუთები აღმოაჩინეს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-16 21:43:28

ორეგონის სანაპიროზე მეტალის უცნაური ყუთები აღმოაჩინეს

მეტალის პირველი უცნაური ობიექტი აღმოაჩინეს 6 თებერვალს, დასავლეთ სანაპიროზე, იმის შემდეგ უკვე ათობით მსგავსი ყუთია ნაპოვნი. რა არის ეს - არავინ იცის. რაღაც მსგავსს ადრე, 1990-იან, 2004 და 2005 წლებში შრი-ლანკას სანაპიროებზეც პოულობდნენ. თანაც, "ყუთების" უეცარ გამოჩენას ყოველთვის წინ უძღოდა შეტყობინებათა სერია "ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" შესახებ.ამჯერად მეტალის საგნებს ორეგონის სანაპიროზე, ვაშინგტონის შტატსა და ჩრდილოეთ კალიფორნიაშიც პოულობენ. საგნებმა, უფლოგების გარდა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა დიდი ყურადღება მიიპყრო. ასეთი ყურადღება დაკავშირებულია ამასწინანდელ ბუნებრვი კატაკლიზმთან წყნარ ოკეანეში - ვინიცობაა და რაიმე კავშირი აღმოაჩინონ მათ შორის. მეცნერები შეეცადნენ რაიმე წარწერა ან ნიშანი ეპოვათ ამ ყუთებზე, მაგრამ ამაოდ. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ უცნაური ობიექტების გაჩენამდე ერთი დღით ადრე ცაში აკვირდებოდნენ მკაფიო ნათებას და ე. წ. "ამო"-ს. რა თქმა უნდა, როგორც ორეგონის ადგილობრივი პოლიცია, ისევე როგორც შრი-ლანკის პოლიცია რამდენიმე წლის წინათ, აცხადებს, რომ ნაპოვნი საგნები, სავარაუდოდ, საკონტეინერო გემებს ეკუთვნის, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ორეგონისა და შრი-ლანკას სანაპიროების ახლო-მახლო არავითარი საკონტეინერო გადაზიდვები არ წარმოებს. დღეისთვის "ყუთებთან" დაკავშირებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათი სიმაღლე 60 სმ-ს აღწევს, ზედაპირი წარმოადგენს იდეალურ კვადრატს (150 X 150 სმ), აბსოლუტურად ჰერმეტულია და მათი გახსნა ვერ ხერხდება. გარდა ამისა, შეუძლებელია ამ ობიექტების ადგილიდან დაძვრა, ხოლო მათთან მიახლოვებისას ნაღვლიანი ყმუილი ისმის, რომელსაც, როგორც ჩანს, არა მარტო თვით ყუთები, არამედ მათ გარშემო არსებული ჰაერიც გამოსცემს. ერთ ერთმა მცხოვრებმა ისიც განაცხადა, რომ ერთ ერთ ასეთ ყუთთან ჩავლის დროს მოესმა კნავილი.