EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჯვაროსანი ერი - რუსი გეოგრაფის, ევგენი მარკოვის წიგნიდან - კავკასიის ნარკვევები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2023-03-06 18:14:05

ჯვაროსანი ერი - რუსი გეოგრაფის, ევგენი მარკოვის წიგნიდან - კავკასიის ნარკვევები

ქართველი-ჯვაროსანი

"ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი, ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული მისია შეასრულა საქართველომ ევროპული ქრისტიანობის წინაშე, თავისი მრავალსაუკუნოვანი ტანჯვით, თავისი თავდადებით ბრძოლებში. ქართველი ერი - ეს არის ჭეშმარიტად ჯვაროსანი ერი. როგორც ჯვაროსანი რაინდის ცხოვრება, ამ ერის ცხოვრებაც იყოფოდა ლოცვად და სისხლიან ბრძოლად მუსლიმთა წინააღმდეგ. ათას წელზე მეტია ამ ერს ხელიდან არ გაუგდია ხმალი და თუ ბევრი მათგანის სამოსზე არ იყო ამოქარგული ქრისტიანული ჯვარი, ის სამაგიეროდ ჩაქარგული იყო ყოველი ქართველის გულში.
ამრიგად საქართველო ევროპისათვის იქცა ქრისტიანობის მოსაზღვრე ციხესიმაგრედ, რომელიც პირველ და უსაშინლეს დარტყმებს თავის თავზე იღებდა. ევროპის ამ პატარა მოკავშირემ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის უდიდესი ისტორიული სამსახური გასწია.
ყველაფრის მიუხედავად, ამ ერმა შეინარჩუნა თავისი სილამაზე, ენა, ადათები, ტრადიციები და რაღა თქმა უნდა, სარწმუნოება.
აღმოსავლეთის დიდძალმა ისლამურმა სახელმწიფოებმა ძალიან ბევრჯერ მიმართეს თავისი ენერგია და ფანატიზმი პატარა საქართველოს შეუდრეკელი მკერდისკენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი კლანჭები მაინც მისწვდა საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრებ კავკასიელ ხალხებს და მოახერხა მათი დიდი ნაწილის გამუსლიმება, თვითონ ქართველები მაინც ქრისტიანებად დარჩნენ და ისლამის წინსვლა სწორედ საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში შეაჩერეს საბოლოოდ.
ქრისტიანული საქართველოს ტაძრების ჯვრები სულ უფრო ზევით იწევდნენ, იმალებოდნენ შუაგულში, გამაგრდნენ უფრო ძლიერად და მაინც ისინი აგრძელებდნენ კაშკაშს. და მაინც საქართველოს ტაძრების ფეხთან რჩებოდა ისლამური ოქროს ნახევარმთვარე, მაგრამ მას ყოველთვის ზემოდან, ამაყად გადმოჰყურებდა ქრისტიანული ჯვარი."
 
თუ გინდა სამშობლო იგრძნო ეს სიტყვები უნდა წაიკითხო