EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ - ოტია იოსელიანი »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2023-03-06 18:20:51
— ,,სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ.
ადრე 81 წლის კაცი უსაშველოდ დიდი მეგონა.
გავხდი თავად ამხელა და ისევ ბოვშის შემრჩა გულიც, სულიც და გულუბრყვილობაც.
სიცოცხლე კიდევ მეტად შემიყვარდა და არც იმას ვმალავ, რომ არ მინდა სიკვდილი. - გული მ წ ყ დ ე ბ ა აქოურობაზე.
ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, დრო უსასრულო იყო და ბევრის მოსწრება შემეძლო.
— არც წინასწარმეტყველი ვარ, არც გულთმისანი და არც ბრძენთაბრძენი. ქართველი ვარ,
ჩემი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მ ი ყ ვ ა რ ს - მიწა, ცა, წყალი და რაც მთავარია, ადამიანები.
ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, მას ვერავინ მოატყუებს და მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
რომ ვ ტ რ ა ბ ა ხ ო ბ თ - საქართველო ს ა მ ო თ ხ ე ა, უფალს თავისთვის ჰქონდა შეგულებული და ის გვაჩუქა ქართველებსო - ასე დავუფასეთ,
რომ ჯ ო ჯ ო ხ ე თ ა დ ვაქციეთ აქაურობა
ს ა კ უ თ ა რ თავს მოვუწყვეთ კ უ პ რ ი თ სავსე,
ცოდვით ადუღებული ყ ო ფ ა!
— სამოთხეში არც პ უ რ ი ჭირს,
არც წ ყ ა ლ ი და არც ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს დეფიციტია.
ჩვენ ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს და თუ საკუთარი ცოლ-შვილი მ ა ძ ღ ა რ ი გვყავს, სხვის დ ა მ შ ე უ ლ მოხუცს და ბავშვს რომ ვერ ვ ა მ ჩ ნ ე ვ თ, ესაა სიყვარული?!.
უმადური არ გეგონოთ, მარა - არ მინდა, არც გატკიცინებული გ ზ ა. და მით უფრო,
2 პარლამენტი ამდენი გაზულუქებული პარლამენტარისთვის,
თუ მოხუცს პ ე ნ ს ი ა არ ექნა და უწამლობით მ ო მ ი კ ვ დ ა, ბავშვს რძე ვერ დავალევინე და დამიჭლექდა.
— საქართველოს ქალაქებში და სოფლებში კი მასობრივად შ ი მ შ ი ლ ო ბ ს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ამას
გ ვ ა პ ა ტ ი ე ბ ს ღმერთი!
ქართველი ქალების ნახევარი სხვის ბებერს და მომავალს უვლის ს ა ზ ღ ვ ა რ გ ა რ ე თ გადახვეწილი,
მათი შვილები აქ უდედოდ იზრდებიან და გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს!
— რ ე ფ ო რ მ ე ბ ი ო რომ გაიძახით,
რად მინდა მე ამერიკელისა და რუსის ნასწავლები უნარ-ჩვევები თუ რაცხა უბედურობა,
რომელსაც კაპიკის საღირალი არა აქვს ჩემს ტ რ ა დ ი ც ი ა ს თ ა ნ, მორალთან და ისტორიასთან შედარებით!
— გული მწყდება, რომ ვკვდები და წაღმა მოტრიალებულ საქართველოს ვ ე რ მ ე ვ ე ს წ ა რ ი.
- ისევ ამერიკელის და რუსის ხ ე ლ ი ს და ნების შ ე მ ყ უ რ ე ე ბ ი ვართ და იმდენი ღ ი რ ს ე ბ ა ც არ გაგვაჩნია, რომ რუსს ჩვენი მიწა და წყალი არ მ ი ვ ყ ი დ ო თ და მერე გაზარმაცებულებმა ამერიკული პურის სამათხოვროდ არ. გ ე ვ ი შ ვ ი რ ო თ ხელი.
— ჩვენს ქვეყანას ასე რომ უ ჭ ი რ ს, ამისი ერთ-ერთი მ ი ზ ე ზ ი ისიცაა, რომ უფროსი ხალხის ,,ჩ ა რ ე ც ხ ვ ა" მეინდომა ახალმა თაობამ და ხელისუფლებამ.
ისეთ ხალხს ჩააკმენდინეს ხმა, ო ქ რ ო ს
ფ ა ს ი რომ ადევს მათ სიტყვას და გამოცდილებას.
ს ა ძ ი რ კ ვ ლ ი ს გარეშე ინდომეს ახალი სახლის ა შ ე ნ ე ბ ა და ამიტომ ი ნ გ რ ე ვ ა გოუმაგრებელი კედლები.
— არც რუსის სასწავლებელი გვქონდა რამე ქართველებს და არც - უისტორიო ამერიკელების, მეტი ჭ კ უ ა და
ღ ი რ ს ე ბ ა რომ გვქონოდა,
მეტად რომ გვყვარებოდა და შ უ რ ი თ დაბრმავებულებს ა რ წ ა გ ვ ე ქ ც ი ა ერთმანეთი,
კვანტის დადებით არ დაგვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენზე ჭკვიანისა და გამორჩეულებისთვის.''
ოტია იოსელიანი