EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ ავიცილოთ კიბო (სიმსივნე) თავიდან »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი:

თარიღი: 2013-02-22 18:03:14

ყველას სურს, რომ იყოს ჯანმრთელი ბედნიერი და დღეგრძელი. კიბო არის იმ დაავადებთაგანი, რომელიც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. გაეცანით ინსტურქციას და ნახავთ, რომ 10 პირობაა შესასრულებელი რითაც შეძლებთ მაქსიმალურად შეამციროთ კიბოთი დაავადების ალბათობა.

 

 

  • შეზღუდეთ ცხიმი თქვენს კვების რაციონში.
 ცხიმის დიდი რაოდენობის საკვებად გამოყენება ზრდის ძუძუს, ნაწლავებისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების შესაძლებლობას. ცხიმით მდიდარი საკვების მიღება იწვევს წონაში მკვეთრ მომატებას, გამსაკუთრებით მაშინ, თუ ფიზიკურად არ ვარჯიშობთ. შეწყვიტეთ ცხიმის მიღება, მიირთვით მჭლე ხორცი, თევზი, მოხდილი რძის პროდუქტები. მოერიდეთ ნამცხვრებსადა ტკბილეულს.
 
  • მოერიდეთ დაშაშხული და შებოლილი საკვების მიღებას.
 საყლაპავისა და კუჭის კიბო ხშირია იმ ქვეყნებში, სადაც საკვებად ჭარბად გამოიყენება დაშაშხული და შებოლილი პროდუქტები. მხოლოდ იშვიათად შეგიძლიათ მიირთვათ შაშხი და დამარილებული თევზი.
 
  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა
 თამბაქოს წევა ყველაზე ძლიერი რისკ-ფქტორია ფილტვების კიბოს უმრავლეს შემთხვევაში. ოჯახში თამბაქოს წევა ნიშნავს ბავშვთა ხშირ ავადმყოფობას რესპირატორული და ალერგიული დაავადებებით. ორსული ქალი, რომელიც ეწევა, დიდად ვნებს თავის პირმშოს.
 
  • შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება
 თუ სვამთ, თქვენ გელით ღვიძლის კიბოს განვითარების საშიშროება. თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება მკვეთრად ზრდის პირის ღრუს, ხახის, ხორხისა და საყლაპავის კიბოს განვითარების შესაძლობლობას.
 
  • მოერიდეთ მზის სხივებს
 მზის სხივბის ჭარბი რაოდენობა იწვევს კანის კიბოსა და კანის სხვა დაავადებებს. განსაკუთებით უნდა მოერიდოთ მზის სხივებს შუადღისას 11 იდან 15 საათამდე.
 
  • მიირთვით მეტი კომბოსტო და ბოსტნეული.
 დადასტურებულია, რომ კომბოსტო და სხვა ბოსტნეული იცავს ადამიანს ნაწლავების, კუჭისა და სასუნთქი გზების კიბოსაგან.
 
  • მიიღეთ მეტი ბოჭკოებით მდიდარი საკვები
 ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება დაგიცავთ ნაწლავების კიბოს განვითარებისაგან. ასეთი სახის საკვებია ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. ატამი, მარწყვი, კარტოფილი, ისპანახი, პომიდორი, ბრინჯი, მსხვილი ნაფქვავისაგან გამომცხვარი ხორბლის პური.
 
  • მიიღეთ მეტი A და C ვიტამენების შემცველი საკვები.
 A და C ვიტამინით მდიდარი საკვები დაგიცავთ ხორხის, ფილტვების, საყლაპავისა და კუჭის კიბოს განვითარებისგან. A ვიტამინების შემცველი პროდუქტებია - სტაფილო, ატამი, ჭერამი, გოგრა; C ვიტამინს შეიცავს ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა - მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ნესვი, წითელი და მწვანე წიწაკა, პამიდორი.
 
  • დაიცავით ინტიმური ცხოვრების ჰიგიენა; ერიდეთ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ნაადრევად ნუ შეაწყვეტინებთ ახალშობილს ძუძუს წოვას.
 ვინც არ იცავს ინტიმური ცხოვრების ჰიგიენას, ხშირად ემართება ასოსა და საშვილოსნოს ყელის კიბო. ხშირი აბორტები ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას.
 
  • ერიდეთ წონაში მომატებას.
 სიმსუქნე ხელს უწყობს საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ძუძუსა და მსხვილი ნაწლავების კიბოს განვითარებას. ფიზიკური ვარჯიში და მცირეკალორიული საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წონის ჭარბი მომატება. ფეხით სიარული საუკეთესო ვარჯიშია ყველა თქვენგანისათვის.