EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქლოროფიტუმი (Chorofytum) - მრავალწლიანი ბალახოვანი ბუჩქი »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: Shimazaki
თარიღი: 2023-04-17 11:32:42
ქლოროფიტუმის სამშობლოა - სამხრეთ აფრიკა,სადაც იგი იზრდება როგორც ეფიპიტური მცენარე - ხის ქერქზე.ადრე ქლოროფიტუმს მიაკუთვნებდნენ შროსანისებრთა ოჯახს,თუმცა თანმედროვე კვლევების მიხედვით ზოგი მას აგავისებრებს აკუთვნებს,ზოგი კი სატაცურისებრთა ოჯახს.
ქლოროფიტუმი (Chorofytum) - მრავალწლიანი ბალახოვანი ბუჩქი მწვანე ან თეთრ-მწვანე ვიწრო ფოთლებით,დაკიდული საჰაერო ულვაშებით,რომლის ბოლოებშიც ახალი მცენარის პატარა როზეტები ვითარდება.გვხვდება თითქმის ყველა სახლსა და ბინაში.
როგორც გერანი,ქლოროფიტუმიც იზრდება ნებისმიერ გრუნტში,ნებისმიერი ზომის ქოთანში,მზეზე და ჩრდილში,გრილ და თბილ შენობაში,კარადაზე,მაცივარზე,პრაქტიკულად ნაბისმიერ ადგილზე.თუ მას ერთი თვე არ მორწყავთ,მოიწყენს,მოეშვება,მაგრამ არ გახმება.თუკი მორწყვას არ დაიშურებთ,ისეთ ფესვებს განივითარებს,რომ ქოთანში არ დაეტევა,გაზრდის მრავალ ‘’შვილს’’,რომ ფოთლების დიდმა მასამ ააორთქლოს ტენი.ქლოროფიტუმს ხორციანი ფესვები აქვს,მათში გროვდება ტენი.არასაკმარისი მორწყვის დროს მცენარე ცოცხლობს ფესვებში დაგროვილი მარაგის ხარჯზე.
თუ თქვენ ბევრი დრო არ გაქვთ ოთახის მცენარეების მოსავლელად,ან ხშირად გადიხართ სახლიდან რამოდენიმე დღით - იყოლიეთ ქლოროფიტუმი. როგორ? ეს ძალიან მარტივია! თუ ასეთი მცენარე გაქვთ სამსახურში,ან სადმე შეგხვდათ,საჭიროა მხოლოდ მოაცილოთ ‘’შვილი’’ - მცირე ზომის შვილეული მცენარე,რომელიც ვითარდება ულვშების ბოლოებზე.ნერგი პირდაპირ ჩარგეთ ნიადაგში ან წყალში ჩადეთ რომ ფესვი გამოიტანოს,შემდეგ კი გადარგეთ ქოთანში.მცენარის დაღუპვის ალბათობა ძალიან მცირეა!
ზრდასრული ქლოროფიტუმი დიამეტრით 50 სანტიმეტრს აღწევს და ამდენივეს სიმაღლეში.მისი გრძელი ფოთლები არის მწვანე,ღია მწვანე თეთრი ან კრემისფერი გრძივი ზოლებით.ბუჩქის ცენტრიდან კასკადად ეშვება 80-100 სანტიმეტრი სიგრძის ულვაშები,რომლებსაც ბოლოში ეზრდება პატარა ფოთლები და ყვავილები.ქლოროფიტუმს თეთრი ფერის ვარსკვლავის მსგავსი ყვავილები აქვს,რომლებიც დაყვავილების შემდეგ ფოთლებად გადაიქცევა და ინვითარებს საჰაერო ფესვებს. ქლოროფიტუმის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წელზე მეტია.
სასარგებლო თვისებები - არსებობს მრავალი პუბლიკაცია ამ ოთახის მცენარის შესახებ,მას შეძლია სწრაფად და ეფექტურად გაწმინდოს ჰაერი მავნე მინარევებისა და გაზის ნამწვავსაგან.იგი აქტიურად შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს ჰაერიდან,ამიტომ მას ხშირად ათავსებენ სამზარეულოში,სადაც გაზის ქურა დგას.შესაძლოა მიზეზი იმაში მდგომარეობს რომ ის სწრაფად იზრდება,მისი ფოთლების საერთო ფართობი საკმაოდ დიდია და ის გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს.მთავარი კი ისაა,რომ ქლოროფიტუმს ‘’შეუძლია’’ იკვებოს ჰაერიდან,ნორმალური განვითარებისათვის კი მას ესაჭიროება აზოტის მჟავები,ფორმალდეჰიდი და მრავალი სხვა ადამიანისათვის მავნე შენაერთები.რასაც იგი ჰაერიდან შთანთქავს.
ტემპერატურა. ოპტიმალური ტემპერატურაა 15-18 გრადუსი ცელსიუსით.უძლებს ტემპერატურის დაწევას 8 გრადუსამდეც.
განათება. კარგად იზრდება სინათლეზეც და ნახევრად ჩრდილშიც.სინათლეზე ფოთლები უფრო მკვეთრი ფერის უხდება.
ტენიანობა. განსაკუთრებულ როლს ტენიანობა არ თამაშობს.მცენარე საკმაოდ მდგრადია ოთახის მშრალი ჰაერის მიმართ.შესხურება აუცილებელი არ არის,მაგრამ იმისათვის რომ ფოთლები მტვრისაგან გასუფთავდეს,თვეში ერთხელ მოუწყეთ მას თბილი შხაპი (25OC). ფოთლების გაწმენდა საჭირო არ არის - ისინი ადვილად იმტვრევა.ქლოროფიტუმს ზამთარში კვირაში ერთხელ რწყავენ,ზაფხულში ყოველ მესამე დღეს.
კვება. კვება მიეწოდება აპრილიდან ოქტომბრამდე,თვეში ერთხელ,მინერალური სასუქის სახით.
გადარგვა. ქლოროფიტუმი უნდა გადაირგას როდესაც ფესვები ქოთნიდან ზემოთ ამოიწევს.გადარგვა ხდება გაზაფხულზე 1-2 წელიწადში ერთხელ.
ნიადაგი. მცენარე არ არის მომთხოვნი ნიადაგის მიმართ.კარგად იზრდება ნიადაგის ნარევში რომელიც შედგება: 3 წილი კორდის მიწის, 2 წილი ფოთლოვანი ტყის მიწის და 1 წილი ქვიშისაგან.
გამრავლება. მისი გამრავლება ძალიან ადვილია: მიწაში პირდაპირ ირგვება შვილეული როზეტი,რომლებიც ვითარდება საჰაერო ულვაშების ბოლოებზე - ისინი ადვილად და სწრაფად იზრდებიან.ქლოროფიტუმის გამრავლება შესაძლებელია ბუჩქის დაყოფითაც.
დაავადებები და მავნებლები. ავადდება ტრიფსებით.პროფილაქტიკას წარმოადგენს მცენარის გარშემო მაღალი ჰაერის ტენიანობის შენარჩუნება,მისი რეგულარული დათვალიერება.
ტრიფსებთან ბრძოლის მეთოდები - გამოიყენეთ ბუგრების საწინააღმდეგო ინსექტიციდი დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევისას და განმეორებით დაამუშავეთ 4-ჯერ, 8 დღიანი ინტერვალებით.შეაჭერით დაზიანებული ფოთლები.გამოცდილება გვიჩვენებს რომ ტრიფსებს აფრთხობს ნაფტალინი,შეგიძლიათ დააწყოთ რამოდენიმე ბურთულა,დაავადებისადმი ყველაზე მეტად მიდრეკილი მცენარეების სიახლოვეს.
ქლოროფიტუმზე ზრუნვა სახლის პირობებში
ფლორისტების მოსაზრებები გაიყო. ზოგი ულვაშების გადაჭრას მირჩევს, ზოგი თვლის, რომ მათშია მცენარის სილამაზე.
მაგრამ აღმონაცენები დედა ბუჩქს ძალას ართმევს. რაც უფრო მეტია, მით უფრო სუსტდება ყვავილი. თუ გსურთ, რომ მცენარე აყვავებული, ბევრი ფოთლებით იყოს, სჯობს როზეტები გადაჭრათ.
ულვაშების მოშორების კიდევ ერთი მიზეზი – ადგილის დეფიციტი. მცენარემ თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, წარმატებულად უნდა მოათავსოთ. ამასთან კატებს ჩამოკიდებული ფოჩები მოსწონთ. მასთან თამაშზე ან დაღეჭვაზე უარს არ ამბობენ.
ოღონდ სწორედ ამ ულვაშებზე იზრდება ნაზი, თეთრი ყვავილები. ყვავილობის შემდეგ იქმნება ნასკვი, რომელშიც თესლი მწიფდება.
მათგან შეგიძლიათ ახალი მცენარე გაზარდოთ, მაგრამ პრაქტიკული მეთოდი არაა. სჯობს ერთ–ერთი აღმონაცენი დარგოთ. ის უფრო სწრაფად გაფესვიანდება და ულვაშებს გამოუშვებს.
ქლოროფიტუმი ლამაზი და უპრეტენზიო მცენარეა. ასევე სასარგებლოა. ყვავილი ჰაერს შესანიშნავად წმენდს. სახლში მისი ქონა სასურველია. ულვაშები გადაჭრათ თუ არა, თავად გადაწყვიტეთ. მთავარია, მცენარე არ დააზიანოთ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, მცენარე თავად მიგანიშნებთ, თუ რა გააკეთოთ.