EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ორი მოგონება გალაკტიონის მესამე ცოლზე »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2023-04-17 11:44:55

ორი მოგონება გალაკტიონის მესამე ცოლზე

გალაქტიონ-ტაბიძე-ცოლთან

არასოდეს არ დამავიწყდება ის გრძნობა, გალაკტიონ ტაბიძის სახლში პირველად მისვლისას რომ განვიცადე. ჩემი მეუღლის თარგმნილი გალაკტიონის ლექსებით ხელში ავირბინე საფეხურები. როგორც იქნა, გავბედე და ზარი დავრეკე. რკინის გადარაზული კარების მიღმა, დერეფანში, გამოჩნდა ვიღაც მანდილოსანი, რომლის გვერდით პატარა გოგონა იდგა. ქალის ძალზე უხეშ გამოხედვას ისეთი ბრაზიანი მომართვა მოჰყვა, თითქოს საშინელი დანაშაული ჩავიდინე:
- რაშია საქმე?
- ბოდიში... მე... პატივცემული გალაკტიონის ნახვა მინდა...
ამ დროს მოხდა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავი: ქალი, რომელიც გადარაზული კარებიდან მელაპარაკებოდა, უცებ, შეშლილი სახით მოიჭრა კარებთან და ყვირილით: - აქედან დამეკარგე, შე მხეცო! გასწიე აქედან, შე ჯიბგირო! - კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.
კიბეზე ისე დავეშვი, თითქოს ვიღაც დასაჭერად მომდევდა
და საშინლად შეწუხებულმა პოეტ დავით გაჩეჩილაძესთან  მივირბინე, რომელიც იმავე შენობაში, მხოლოდ მეორე მხარეს, ცხოვრობს.
მომხდარის შესახებ ვუამბე.
- ეს გახლავთ გალაკტიონის ცხოვრების მეგობარი. საშინელი არსებაა. რაღა მაინცდამაინც მას შეეფეთეთ. გალაკტიონი კარგა ხანია, ლეჩკომბინატში წევს, სადაც შეგიძლიათ ინახულოთ, - მითხრა დავითმა.
ერთხელ გალაკტიონს მოვუყევი მასთან ჩემი პირველი მისვლის ის „დაუვიწყარი“ ინციდენტი. ძალიან შეწუხდა და მითხრა:
- სხვანაირი ადამიანია, რა ვქნა, ჭირიმე. სახლის მშენებლობას დავამთავრებ სოხუმში და იქ გადავალ საცხოვრებლად. ბრძოლა არ შემიძლია. იცი, გოგონი, რა გითხრა, ნერვებაშლილი ქალია, მისი ხელების სავარჯიშო მოედანს ხშირად ჩემი სხეული წარმოადგენს...
შევკრთი. გალაკტიონმა
გაიცინა.
-  სად წავიდე?! მეტი არ შემიძლია... სამი სახლი მაქვს და არც ერთში ჩემთვის კუთხე არაა... მე დიდი ხანია სახლში არ ვსადილობ... რა ვქნა... მხოლოდ თავდავიწყება მშველის.
▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎▪︎
ვიქტორ მესხიშვილი:
ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა ბესო სოსელიამ ტყავის საფულე ვიპოვეთ. საფულეში ფულის გარდა ყველაფერი იყო: პასპორტი, რაღაც ცნობები, ექიმის გამოწერილი რეცეპტები და სხვა. მისამართი და ვინაობა ამოვიკითხეთ და გადავწყვიტეთ საფულე პატრონისთვის დაგვებრუნებინა.
ასეც მოვიქეცით. სახლიდან ახოვანი კაცი გამოვიდა, საფულე ამაყად გავუწოდეთ. ჩვენს თვალწინ
გახსნა და საბუთები რომ დაინახა, გაგვიღიმა:
– თქვენ გაიხარეთ, ბავშვებო! – შემოგვძახა და
შუშაბანდში შებრუნდა.
– რას შვრები!.. ნუთუ ვერ ხვდები? მაგათ ამოგაცალეს საფულე, მაგათი მოპარულია. ეხლავე სტაცე ხელი და პოლიციაში მიაბრძანე! ადამიანო, ჩქარა-მეთქი! – გავიგონეთ ქალის ხმა.
ადგილიდან მოვწყდით და უკანმოუხედავად გამოვიქეცით...
ის ახოვანი კაცი სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე იყო, ქალი კი – მისი მეუღლე ნინო კვირიკაძე.
.................
წიგნიდან: გალაკტიონი. 200 ამბავი. გამომცემლობა „არტანუჯი“, 2019