EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ომი გინდათ? »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Shimazaki

თარიღი: 2023-04-17 11:53:41

ომი გინდათ?

პომპეუსი-ცეზარი-ფარაონი

ცეზარი პომპეუსის დევნაში ალექსანდრიის ნავსადგურს რომ მიადგა ახალგაზრდა ფარაონმა ვერ გაბედა სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა. მაგრამ, სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება გადაწყვიტა. რომაელებს მოქალაქეები მიუსია, რომლებიც დაჟინებით ეწინააღმდეგებოდნენ რომაელების გადმოსხმას და სისხლისღვრით იმუქრებოდნენ. 
 
ჯიქურ მოქმედება ცეზარმა ირაციონალურად ჩათვალა და გენიალურ ხრიკს მიმართა. თავის ჯარისკაცებს ხმლების ნაცვლად ფული დაურიგა და უბრძანა პორტის მოვაჭრეებისგან ყველაფერი შეეძინათ ჯარის სანოვაგის მარაგების შესავსებად და უიარაღოდ, ოქროთი ხელდამშვენებულები გადასხა ხმელეთზე სავაჭროდ.
 
იმ დღიდან მოყოლებული ეგვიპტელები წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად რომაელებისა და კონკრეტულად ცეზარის მზეს ფიცულობდნენ, სარფიანი ვაჭრობის და გაათმაგებული შემოსავლების გამო. ოკუპანტი ისე შევიდა ალექსანდრიაში რომ ერთხელაც არ მოუქნევია ხმალი.
 
ეს ყველაფერი ფარაონის ტყვეობითა და მუხანათური სიკვდილით დასრულდა. მას ცეზარის საამებლად პომპეუსის თავის მოკვეთამაც ვერ უშველა და ბრძოლის გარეშე დაკარგა სამეფოც და ტახტიც.  ხოლო, ვინც ურჩევდა ბრძოლით დახვედროდნენ რომაელებს, მათ ფარაონი ერთი და იმავე ფრაზით პასუხობდა: "ომი გინდათ?"