EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საინტერესო ამბავი »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-02-22 18:18:43
საინტერესო ამბავი
ერთხელ იბრაგიმს ერთადერთი ცხენი გაექცა. შეიკრიბნენ მასთან მეზობლები მწუხარების გამოსახატად:
- ეს რა უბედურება დაგმართნია იბრაგიმ, გამოთვამდნენ მწუხარებას მეზობლები!
- იბრაგიმმა უპასუხა: არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი.
მეორე დღეს დაბრუნდა ცხენი და თან კიდევ ერთი გარეული ცხენი მოიყვანა. მიცვივდნენ მეზობლები იბრაგიმთან და ულოცავდნენ მას:
- რა კარგია, ცხენი დაგიბრუნდა და თან ასეთი ჯანმრთელი და ლამაზი ცხენი მოიყოლაო.
- იბრაგიმი კი პასუხობდა: არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი.
ერთ დღეს იბრაგიმის ვაჟმა ახალი ცხენის გახედვნა გადაწყვიტა, რა დროსაც გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. კვლავ შეიკრიბნენ მეზობლები იბრაგიმთან და ერთხმა გაიძახოდნენ:
- რა საშინელებაა, ცხენი გაიქცა, შემდეგ დაბრუნდა, თან გარეული ცხენი მოიყვანა, რომელმაც შენს შვილს ფეხი მოსტეხაო.
- იბრაგიმი კი კვლავაც იგივეს პასუხობდა: არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი.
ცოტა ხანში ომი დაიწყო და ყველა ახალგაზრდა გაიწვიეს, იბრაგიმის შვილი კი არ წაიყვანეს, რადგანაც მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ამ ომს ფაქტიურად ვერც ერთი ახალგაზრდა ვერ გადაურჩა. აი მხოლოდ ამის შემდეგ, იბრაგიმმა აიხედა ცაში და თქვა:
- ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცხენის გაქცევა, ჩემსავე სასიკეთოდ მოხდა.