EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ერთ, ძველ ებრაულ იგავში ფერმერს ჭაში ჩაუვარდა ვირი »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2023-05-07 19:46:07

ერთ, ძველ ებრაულ იგავში ფერმერს ჭაში ჩაუვარდა ვირი

Viri

ერთ, ძველ ებრაულ იგავში ფერმერს ჭაში ჩაუვარდა  ვირი.  სანამ ფერმერი ფიქრობდა რა გაეკეთებინა, ცხოველი საათობით გამოსცემდა საცოდავ ხმას. საბოლოოდ, მიიღო გადაწყვეტილება. რადგან ვირი უკვე ბებერი იყო, ფერმას ვერ ადგებოდა და ჭაც, დიდი ხნის წინ დამშრალიყო, დაუძახა მეზობლებს დასახმარებლად და ერთდროულად ორი საკითხის გადაეჭრა სთხოვა: ამოევსოთ ჭა და ამავე დროს, ვირი დაემარხათ.
 
მეზობლებმა მოიმარჯვეს ნიჩბები. ვირი მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა და ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მერე, უცებ ყველას გასაკვირად გაჩუმდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფერმერმა გადაწყვიტა, ჩაეხედა და ენახა რა ხდებოდა და ფრიად გაოცებული დარჩა ნანახით. ვირი წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებდა: თავზე და ზურგზე ჩამოვარდნილი ყოველი მიწის გროვას ვირი იბერტყავდა, ტკეპნიდა და ზედ დგებოდა. 
 
სანამ ფერმერის მეზობლები აგრძელებდნენ ჭაში მიწის გადაყრას, ყოველ ჯერზე ცხოველი ზემოთ იწეოდა. ძალიან მალე ყველას გაუკვირდა, როცა დაინახეს, როგორ ამოძვრა ვირი, გადაახტა ჭის პირს და გიჟივით, თავქუდმოგლეჯილი  გავარდა!
ცხოვრებაში უამრავ ჭუჭყს შეხვდებით და ყოველ ჯერზე ბედი სულ უფრო ახალს გამოგიგზავნით. ამიტომ ჩამოიბერტყეთთ მხრებიდან მიწა და ამოდით. ყოველი პრობლემა, რომელიც წარმოიქმნება, არის შესაძლებლობა აიწიოთ მაღლა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩერდებით და არ დანებდებით, შეგიძლიათ ამოხვიდეთ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ღრმა ჭიდან. 
 
ბედნიერებისთვის არსებობს, ხუთი მარტივი ჭეშმარიტებაა: 
1. გაანთავისუფლეთ გული წყენისგან - აპატიეთ... 
2. გაანთავისუფლეთ გონება საზრუნავებისგან – მათი უმეტესობა არ ხდება. 
3. იცხოვრეთ უბრალო ცხოვრებით და დააფასე ის, რაც გაქვთ. 
4. გაეცით მეტი. 
5. მოელოდეთ ნაკლებს. 
 
მსურს გახსოვდეთ:
ყოველი „პრობლემა“ არის ქვა, რომელსაც ცხოვრება „გესვრით“, მაგრამ შეგიძლიათ მათი გამოყენებით და მათზე დაბიჯებით ყველაზე მღელვარე ნაკადი გადალახოთ. 
და იმას, რასაც თქვენ აღიქვამთ, როგორც "პრობლემად", სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ცხოვრების სამშენებლო მასალა.