EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მცენარეები, რომლებსაც ტოქსინები გამოაქვთ ორგანიზმიდან »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Shimazaki

თარიღი: 2023-05-20 16:43:47

არსებობს მცენარეები, რომლებსაც განსაკუთრებული გამწმენდი მოქმედება აქვთ ორგანიზმზე და მათ, ამ და სხვა უნიკალური შესაძლებლობების გამო მედიცინაში ფართო გამოყენება აქვთ. 
 
ამჯერად ორ განსაკუთრებულ მცენარეზე შევჩერდებით.
 
არტიშოკი
 
არტიშოკი (ლათ. Cynara) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარია რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 12-მდე სახეობა. კულტივირებულია ნამდვილი არტიშოკი (Cynara scolymus), რომელსაც აქვს უმეტესად დატოტვილი, 0,5-1 მ სიმაღლის ღერო, დიდი, დანაკვთული ან ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი და კარგად განვითარებული ყვავილები. საჭმელად ხმარობენ ყვავილედის ხორციან ყვავილსაჯდომსა და გარეთა წვნიანი ქერქლის ბოლოებს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და არომატულ ნივთიერებებს. არტიშოკს 
იყენებენ აგრეთვე პირუტყვის საკვებად (მწვანე საკვები, სილოსი) და დეკორატიულ მცენარედ. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (გადაწვენით).არტიშოკი ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებული ბოსტნეულია.
 
გარეგნულად არტიშოკი დიდ ყვავილს ჰგავს, ხოლო მისი შიგთავსი კი სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების ნამდვილი საცავია. გამოირჩევა ძალიან კარგი ქიმიური შემადგენლობით, შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავებს.
დიეტური პროდუქტია, კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ითვლება სახამებლის შემცვლელად, რომელიც შესაძლოა მოიხმარონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. უძველესი დროიდან ეს კულტურა გამოიყენება პადაგრისა და სიყვითლისაგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.
არის ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალება. საკვებად გამოყენების გარდა არტიშოკისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ნაყენებს, სამკურნალო ბულიონებს და გამოიყენებენ სამკურნალო დანიშნულებით. მისი ფოთლებისა და ყუნწების ნახარში გამოიყენება როგორც ქოლესტერინის დარეგულირების საშუალება, ასევე არეგულირებს შარდმჟავას კონცენტრაციას სისხლში.
აღნიშნულ კულტურას გააჩნია საუკეთესო გემური თვისებები და გამოიყენება სხვადასხვა სახის კერძების დასამზადებლად (სალათები, სუპები, მოიხმარება ასევე შემწვარი და მოხარშული სახით ბრინჯთან ერთად და ა.შ.)
 
არტიშოკი უნდა დავრგოთ განათებულ, განოყიერებულ, ქარისაგან დაცულ ადგილას.
მრავლდება თესლით, ნერგებით, ფესვებით და ვეგეტატიურად (გადაწვენით).
შეიძლება გავზარდოთ როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი კულტურა, თუმცა არა 4 წელზე მეტი ერთ ადგილას! ვინაიდან ძველ მცენარეებს უმცირდებათ პროდუქციის ხარისხი და მოსავლიანობა!
 
ბაყაყურა
 
ბაყაყურა (Silybum) — ორწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთადერთი წარმომადგენელი —Silybum marianum— გვხვდება სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე, წინა და შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში. იზრდება საქართველოშიც. თაფლოვანი მცენარეა. უყვარს მშრალი ადგილები. ნათესების სარეველაა. ნაყოფი შეიცავს ცხიმს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ბაყაყურა საკმაოდ ცნობილ მცენარეს წარმოადგენს , განსაკუთრებით საქართველოში, ვინაიდან საკმაოდ ადვილად იზრდება მინდვრებში.
მას იყენებენ მედიცინაში:
ღვიძლის დაზიანების დროს
სიყვითლის დროს
ღვიძლის ანთების დროს
ციროზის დროს
ჰეპატიტების დროს
გამოიყენება გულძმარვის დროს.
 
ბაყაყურა უჯრედებს იცავს ტოქსინებისგან და დაზიანებისგან. ასევე აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
 
სილიმარინი, რომელსაც შეიცავს ბაყაყურა, ფლავონიდების კომპლექსია. ისინი იცავენ ღვიძლს ტოქსიური ნივთიერებების, ალკოჰოლის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
სილიმარინი ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციას ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე (ჰეპატოპროტექტორული მოქმედება). შედეგად ძლიერდება ნაღვლის წარმოქმნა.
 
 
ამ ორ მცენარეს, როგორც გითხარით, ამ უნიკალური შესაძლებლობების გამო იყენებენ მედიცინაში. სწორედ მათი შემადგენლობაა (კიდევ რამდენიმე სასარგებლო მცენარესა და ნივთიერებასთან ერთად) გამოყენებული პრეპარატ ლივერილში, რომელიც "სახალხო აფთიაქის“ ქსელში იყიდება და ერთ-ერთი გამოცდილი და საუკეთესო საშუალებაა ღვიძლის, ქოლესტერინის და სხვა პრობლემებთან საბრძოლველად.
 
პრეპარატს გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან, ზრდის საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას კუჭიდან და ნაწლავებიდან, აძლიერებს მათ გარდამქმნელ მოქმედებას, რომლის შედეგადაც უმჯობესდება საჭმლის შეთვისება და ცხიმების დაშლა. ააქტივებს ღვიძლში ლეციტინის წარმოქმნას და ხელს უშლის ცხიმის ჩალაგებას.