EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საუდის არაბეთში ამერიკელი, რუსი და ქართველი ალკოჰოლის მოხმარებისთვის დააკავეს »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2023-06-11 15:28:24

საუდის არაბეთში ამერიკელი, რუსი და ქართველი ალკოჰოლის მოხმარებისთვის დააკავეს

საუდის-არაბეთი

საუდის არაბეთში ამერიკელი, რუსი და ქართველი ალკოჰოლის მოხმარებისთვის დააკავეს, რაც ძალიან მძიმე დანაშაულია.
დანაშაულისთვის მიესაჯათ თითოეულს 30 მათრახი.
როცა ისინი სასჯელისთვის ემზადებოდნენ, შეიხმა გამოაცხადა:
"დღეს ჩემი პირველი მეუღლის დაბადების დღეა და მან მთხოვა, რომ თითოეულ თქვენგანს ერთი სურვილი შეუსრულო გამათრახებამდე."
ამერიკელი პირველი იყო რიგში ,ცოტა ხანი იფიქრა და შემდეგ თქვა: „გთხოვთ, ბალიში დამადოთ ზურგზე“.
სურვილი შეუსრულეს ,მაგრამ ბალიშმა მხოლოდ 10 დარტყმას გაუძლო და დასისხლულმა ამერიკელმა ტკივილისგან ტირილი დაიწყო.
შემდეგი რუსი იყო. მას შემდეგ, რაც ამერიკელის საშინელებას უყურა ,მან თქვა: „გთხოვთ, ორი ბალიში დამადოთ ზურგზე“.
მაგრამ ორ ბალიშსაც კი მხოლოდ 15 დარტყმის დაჭერა შეეძლო და რუსიც ხმამაღლა ყვირილით წაიყვანეს.
ქართველი უკანასკნელი იყო, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, შეიხი მიუბრუნდა და უთხრა:
"მომწონხართ ქართველები და ამისთვის ორ სურვილს გისრულებთ!"
„გმადლობთ, შეიხო“, უპასუხა ქართველმა.
"თქვენი სიკეთის აღიარების მიზნით, ჩემი პირველი სურვილია, რომ დამარტყათ არა 30 ჯერ არამედ 100 ჯერ."
- არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი ხარ, არამედ ძალიან მამაციც, - თქვა შეიხმა სახეზე დიდი აღტაცებით.
"თუ 100 დარტყმა არის ის, რაც გინდა, მაშინ ასეც იყოს. 
და რა არის შენი მეორე სურვილი?" ჰკითხა შეიხმა.
ქართველმა უპასუხა: "რუსი დამადეთ ზურგზე“!!