EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
რემოდელი
მარიამი ახალაია
mirian gvazava
nino0081
nino131
« გარდა იმისა, რომ აკროშკა იოლი მოსამზადებელია, მეტად სასარგებლო კერძიც გახლავთ »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2023-06-11 15:44:43
ეს ცივი წვნიანი სასიამოვნო და მსუბუქი სადილია და მართლაც რომ ზედგამოჭრილია ცხელი ზაფხულისთვის.
ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
კამა
კვერცხი
კარტოფილი (მე კართოფილს არ ვამატებ)
კიტრი
წყალი
მაწონი (ან კეფირი, არაჟანი)
კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ და გაფცქვენით. კიტრი გათალეთ. ყველაფერი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. მაწონი და წყალი ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ შიგ დაჭრილი ინგრედიენტები: კარტოფილი, კიტრი, კვერცხი. დაუმატეთ დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი, პილპილი. ოკროშკა შედგით მაცივარში რამდენიმე საათით და მიირთვით ცივი.
რჩევა
ოკროშკას შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაუმატოთ თქვენი გემოვნების მიხედვით, მაგ. ბოლოკი, მწვანე ხახვი, არაჟანი, და ა.შ. მაწვნისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა კი თავადაც შეგიძლიათ – თუ ცოტა სქელი წვნიანი გსურთ, მაშინ ნაკლებ წყალში გახსენით.