EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პროდუქტები, რომლებიც მავნე ნივთიერებას შეიცავს »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2023-06-11 16:21:06

პროდუქტები, რომლებიც მავნე ნივთიერებას შეიცავს

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. 
 ესენია ნივეას, ლორეალის, დავის, ინტეზას, ქლეარის, ექსეს და პალმოლივის პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა. 
 ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული.
 ნივთიერების სისტემატური მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუცლად მყოფ ბავშვს. 
 ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).
 
იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გასულ თვეში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული. ესენია პალმოლივი, გარნიე, ინტეზა და დავი. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული. ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის.
 
გავრცელებული ინფორმაციიდან უცნობია საქონლის ის პარტიები, რომლებშიც ზემოაღნიშნული ნივთიერება გამოვლინდა, საქართველოშიც თუ არის შემოსული. თუმცა, ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ საფრთხის შემცველი ნიმუშების სია და გადაამოწმოთ, ხომ არა გაქვთ იგივე პარტია შეძენილი. აღნიშნული ნივთიერების ფართო გავრცელების გათვალისწინებით ისიც შესაძლებელია, რომ მას კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებების სხვა პროდუქციაც შეიცავდეს, რისი ნახვაც ეტიკეტზე შეგიძლიათ.
 
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სავაჭრო სექტორში პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ შემთხვევას და არ დაუშვებენ საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას.
 
თუმცა, მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით და მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობითაც ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.