EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ ვკვებოთ თვალი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2023-06-11 16:34:17

როგორ ვკვებოთ თვალი

eye

თვალის საშუალებით ორგანიზმი სამყაროზე ინფორმაციის 90%-ს იღებს და გარემოს პირობებთან ადაპტაციას ახდენს. კვების „სწორი“ პროდუქტების შერჩევით შეიძლება თვალების დაცვა ნაადრევად დაბერებისაგან, მისთვის სიჯანსაღისა და სილამაზის დაბრუნება.
თვალისთვის აუცილებელი ვიტამინებია:
 
A ვიტამინი - აბრკოლებს თვალის ბადურაში დეგენერაციულ ცვლილებებს და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს.
 
C ვიტამინი - აუმჯობესებს თვალის ქსოვილის ტონუსსა და მიკროცირკულაციას;
 
E ვიტამინი - ხელს უშლის ახლომხედველობის განვითარებასა და ბროლის შემღვრევას;
 
B ჯგუფის ვიტამინები - აუმჯობესებს მხედველობის ნერვის მდგომარეობას, მონაწილეობს ვიტამინების ათვისებაში;
 
მიკროელემენტები:
 
კალიუმი - აუცილებელია ორგანიზმის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის;
კალციუმი - შედის უჯრედებსა და ქსოვილოვანი სითხის შემადგენლობაში, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
თუთია - მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში;
სელენი - კარგი დამჟანგავია, ხელს უწყობს ვიტამინების ათვისებას.
თვალისთვის ასევე მნიშვნელოვანია ლუთეინი და ზეაქსანტინი - მხედველობის ორგანოების ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ანტიოქსიდანტები. მათ შეიცავს მწვანე და მოყვითალო-სტაფილოსფერი ბოსტნეული (სიმინდი, ბროკოლი, ისპანახი და ა.შ.).
 
თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტების ტოპ-10
 
1. სტაფილო - აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს დიდი რაოდენობით კაროტინის შემცველობის გამო;
 
2. მოცვი - შეიცავს A ვიტამინს და თვალისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს.
 
3. ისპანახი - ლუთეინის შემცველობის ხარჯზე ხელს უშლის კატარაქტის და თვალის სხვა დაავადების განვითარებას;
 
4. სიმინდი, ბროკოლი - შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც სასარგებლოა კატარაქტის დროს.
 
5. გარგარი - მდიდარია კალიუმითა და A ვიტამინით;
 
6. ასკილი, ციტრუსები - ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება ახასიათებს მხედველობის ორგანოებზე, შეიცავს ბევრ C ვიტამინს.
 
7. ნიგოზი, თხილი, მზესუმზირა - მდიდარია E და B ჯგუფის ვიტამინებით;
 
8. ქაშაყი შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინსა და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს;
 
9. ხახვი, ნიორი - შეიცავს გოგირდს, დადებითად მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას;
 
10. ჭარხალი - შეიცავს C ვიტამინსა და კალიუმს, გააჩნია გამწმენდი მოქმედება.
 
თვალისთვის სასარგებლო დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი. ჯობს ოთხჯერადი, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვება, ახალგამოწურული სტაფილოს, ჭარხლისა და ისპანახის წვენები, რძის პროდუქტები.
 
თვალისთვის მავნე პროდუქტებია:
 
მარილი - ჭარბი რაოდენობით მისი მიღება ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს, რამაც შეიძლება თვალშიგა წნევის აწევა გამოიწვიოს;
ხორცი და კვერცხი - ცილა სასარგებლოა და საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი გადაჭარბებული მიღება იწვევს ქოლესტერინის დონის მატებასა და სისხლძარღვების კედლებზე მის ჩალაგებას;
ალკოჰოლი - დასაწყისში აფართოებს სისხლძარღვებს, მაგრამ შემდეგ სპაზმი წარმოიშობა, რის გამოც ზარალდება თვალის წვრილი სისხლძარღვები;
მავნე საკვები დანამატები, რომელთაც შეიცავს ნახევარფაბრიკატები, ტკბილი გაზიანი სასმელები, ტკბილეული და კანფეტები.
 
ლალი ჩხიკვაძე
mkurnali.ge