EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მას არღავანი ჰქვია, ანუ იუდას ხე »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2023-06-11 18:13:47
მას არღავანი ჰქვია, ანუ იუდას ხე. გაზაფხულზე, ვნების კვირაში, ფოთლის გამოსვლამდე მოწითალო ყვავილებით იფარება. ლეგენდის თანახმად, არღავანის ხის ძირას, იუდა ისკარიოტელმა გასცა ქრისტე, ფარისევლებს მისი ადგილსამყოფელი მიასწავლა, გასამრჯელოდ კი 30 ვერცხლი მიიღო. ეს ამბავი კი არღავანის ხემ რომ მოისმინა სირცხვილისგან ,,გაწითლდა,, (წითელი ყვავილებით შეიმოსა)
როცა იუდა თავის დანაშაულს მიხვდა, თავი არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო. ის 30 ვერცხლი კი ქისით ძირს ჩამოეყარა! ამის შემდეგ არღავანის ხეს იუდას ხე შეარქვეს და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ.
არღავანია, იუდას ხე (Cercis siliquastrum) — ფოთოლმცვივანი ხე, ან ბუჩქია ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. აპრილში, ფოთლის გამოტანამდე მოვარდისფრო ყვავილი გამოაქვს. 10-12 სმ სიგრძის პარკი სექტემბერში მწიფდება. გავრცელებულია მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ქვა-ღორღიან და კირიან ნიადაგებზე. გვხვდება აგრეთვე კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში გაველურებული სახით.
საქართველოში მთის ქვედა სარტყელში – აფხაზეთში, აჭარასა და ქართლ-კახეთში ხარობს. იტანს ჰაერის სიმშრალეს, სითბომომთხოვნია, არღავანის მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ზოგიერთ კუთხეში მას ატმიყვავილას უწოდებენ.