EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თემურ ლენგი მოკვდა, მეფე გიორგი მეშვიდემ მაშინვე დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2023-07-16 23:43:45

თემურ ლენგი მოკვდა, მეფე გიორგი მეშვიდემ მაშინვე დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვა

გიორგი-მეშვიდე

1405 წელს, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი ამაოხრებელი თემურ ლენგი მოკვდა, მეფე გიორგი მეშვიდემ მაშინვე დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვა. როცა ხეიბრის მიერ საქართველოში დატოვებული ყველა გარნიზონი და ჯარი გაწყვიტა, ფართომასშტაბიანი ბრძოლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაიტანა და ლენგის შვილებსა და შვილიშვილებს სულ რიგ-რიგობით აწყევლინა თავ-ბედი. რაც მანამდე გიორგი ბრწყინვალეს დროინდელ საქართველოს ჩამოაჭრა თემურმა, ამ ორ წელიწადში ყველა შემოიერთა და საქართველოს დაუქვემდებარა. საჰებ-ყერანის შვილიშვილმა ომარმა, როცა გაიგო გიორგი მეშვიდემ ირანში შემოჭრა იკადრა და თავრიზს უახლოვდებაო, მაშინვე შეკრიბა დიდი არმია და ქართველი მეფის წინააღმდეგ მიმართა. დიდმა სარდალმა სწორად შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ ისედაც ლენგთან 20 წლიან ომში ჩაბმულ ქართულ ჯარს ახალი, ზედმეტი სისხლისღვრა არაფრად არგებდა და როცა მტერი არანაირად არ მოელოდა ასეთი მცირე ჯარის თავდასხმაზე გადმოსვლას, სწორედ მაშინ დაატყდა თავს მეხივით და შავი დღე გაუთენა თათრებს. დიდი წარმატებით ებრძოდა ქართველთა სახელოვანი მეფე ლენგის შთამომავლებს და კვლავ ჩაიბუდრა "მტრის გულებში ქართველების შიშმა ვიდრე რახსის პირამდე". მართლაც ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მაშინ გურჯესტანის მომავალი, რომ არა ახალი არანაკლებ ძლიერი და დაუნდობელი მტერი შავბატკნიანი თურქმანების სახით (ყარა-ყოინლუ). გიორგი მეშვიდე სწორედ შავბატკნიანებს გადაუდგა წინ 1407 წელს თავისი მცირე სამეფო გვარდიით და ჯართან ერთად თავადაც შეაკვდა უზარმაზარ თურქმანულ ურდოებს...
ასე დასრულდა ამ ადამიანის ცხოვრება, მეფის, რომელსაც მოსვენებული მეფობა არ აღირსა ბედმა და ძლიერსა და სასტიკ მტერთან ბრძოლებში გაატარა მთელი თავისი მეფობის 14 წელი.. არ იცოდა გიორგიმ სხვა საფიქრალი, სხვა საზრუნავი, გარდა სამშობლოსი და მიუხედავად ამისა, ისე მოივლით მთელს საქართველოს ვერსად მის სახელს ვერ წაიკითხავთ, ვერცერთ ეკლესიას მის სახელზე აგებულს ვერ ნახავთ, ვერაფერს წააწყდებით, რომელიც მის ღვაწლზე მიუთითებს, არადა თვით თემურ-ლენგს, რომელმაც მთელი აზია დააჩოქა, ხელიდან გამოჰგლიჯა სამყაროს ის ნაწილი საქართველოს რომ ეძახიან!