EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიცილის ზონა »
კატეგორია: იუმორიავტორი:
თარიღი: 2013-02-23 22:12:04
შვილიშვილი ეკითხება პაპას:
– პაპი, მეზობელ სოფლამდე რამდენი კილომეტრია?
– მთელი ცხოვრება 5 კილომეტრი იყო. მერე მოვიდნენ ვიღაც სპეციალისტები, აზომ-დაზომეს და 7 კილომეტრიაო. ხოდა, მას მერე, იმათ გამო ზედმეტ 2 კილომეტრს დავდივართ.
სვანს სამსახურში იღებენ. სვანი ეკითხება:
_აქ სვანები მუშაობენ?
_არა,_უპასუხეს.
გავიდა დრო,სვანს ამოწმებენ. შევიდნენ ოთახში და სვანს ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ჰკითხეს:
_რატომ არ მუშაობ?
_თქვენ არ მითხარით,აქ სვანები არ მუშაობენო?
ერთმა კაი მეოჯახე ქალბატონმა, რომელიც ოჯახთან ერთად ტრამვაის ხაზის გასწვრივ ცხოვრობდა, გარდერობი შეიძინა კერძო საავეჯო ფირმისგან. აუწყეს, დაუდგეს ტავის ადგილზე, ანგარიში გაასწორეს და დაშორდნენ მშვიდობიანად, მაგრამ ამ გარდერობს ერთი უცნაურობა დასჩემდა: რამდენჯერაც ტრამვაი ჩაივლიდა, იმდენჯერ მისი კარები თავისით იხსნებოდა... შეწუხდა ქალბატონი და მიაკითხა საავეჯო ფირმას პრეტენზიით: რაც დამიფასეთ გადავიხადე?-გადავიხადე.. ჰო და კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ წესრიგში, ან უკან დაიბრუნეთ თქვენი გარდერობი და დამიბრუნეთ ფული!! ქალბატონი დააწყნარეს და გააყოლეს მისი გამკეთებელი ოსტატი, ნაკლის გამოსასწორებლად.. დაათვალიერა ყველაერი წესრიგშია, მაგრამ უცბად ჩაიარა ტრამვაიმ და კარები გაიხსნა თავისით.... ოსტატი ამბობს, რომელიღაცა საკეტი არა მუშაობს, მაგრამ გარედან არა ჩანს რომელია, ამიტომ ფარნით შევალ გარდერობში და დაველოდები ტრამვაის ჩამოვლას, რათა დავადგინო ამ პრობლემის მიზეზიო და შევიდა ფარნით გარდერობში... მაგრამ ბედი არ გინდა? ამ დროს ქმარი ბრუნდება სამსახურიდან, სადღაც შეხვედრაზე მიბრძანდება და ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოს... გახსნის გარდერობს და აღმოაჩენს უცხო მამაკაცს... ხომ წარმოგიდგენია იქ რა ამბავი ატეხა ქმარა? ვინ ოხერი ხარ და რა გინდა აქაო და დაარტყა.. საბრალო ხელოსანმა ესღა მიუგო: რაც გინდა ის მი჻ენი, ახია ჩემზე, ახლა რომ გითხრა ტრამვაის ველოდებოდი მეთქი, ხომ მაინც არ დამიჯერებო!!
-რავა ხარ სიმონ რას შვები?
-რავა ვიქნები, რას წამოგვიჭიმეს ეს საზამთროსავით პარლამენტი აქანე?
-რატო საზამთროსავით?
-მწვანეა, თეთრი ზოლიც აქვს, შიგნიდან კიდე წითელია.
-"კურკები"?
-"კურკები" ჩამოვლიენ თბილისიდან
მიხოს თავისი შვილი ეკითხება:
– მამი, მამი, გველები როგორ ლაპარაკობენ?
მიხომ ცოლს გადახედა:
– დედაკაცო, ხმა ამაიღე, ბალღს აინტერესებს!
ნარკომანი კაიფშია და უნდა დედას ასიამოვნოს:-დედიკო მე როდის დავიბადე?-რა მოგივიდა შვილო, დაბადების დღეც აღარ გახსოვს?-არა, დე, ეგ კი არა, რომელი საათი იყო დედიკუნა?-ღამის სამი საათი იყო შვილო.-აუ! გაგაღვიძე ხო, დედი?!
გურიაში ქორწილია და ბუხუტი მოსაშარდად გამოვიდა სეფიდან
გვერდზე ბუჩქს მიადგა და რო უნდა დაიწყოს მოფსმა მეზობლის ბავშვმა დაუძახა გამარჯობა ბუხუტი ბიძია
ბუხუტიმ ხმის ამოუღებლად სხვა ბუჩქისკენ გადაინაცვლა
ბუხუტი ბიძია გამარჯობა ისევ უთხრა ბავშვმა
კაი შე მამაძაღლო მაცალე მოფსმა დაუძახა ბუხუტიმ
მოფსი მერე ბუხუტი ბიძია მარა მაი კუტა პირში ხო არ გიდევს გაგიმარჯოსო რომ არ მეუბნები
გურიის ერთ-ერთ სკოლაში!
გერმანულის მასჭავლებელი ეკითხება გურულ მოსწავლე ბაღანას:
-რაფერ იქნება წიგნი გერმანულად?
- ბუხ! - პასუხობს ბაღანა.
-ორი წიგნი?
- ბუხ, ბუხ!
-სამი წიგნი?
-ბუხ, ბუხ, ბუხ!
-ამ დროს უკანა მერხიდან:
-მასტალებელო, ბიბლიოთეკა არ კითხო თვარა,
-აგვაფეთქებს, - მაი შეჩვენებული.
გურული შედის ეკლესიაში და ასე ლოცულობს:
რო ხარ, ქე ვიცი.
რაფრა ვარ, ქე იცი.
აპა, შენ იცი!
-მინდა ისეთი სამუშაო,რომ მთელი დღე ლოგინში გავატარო,ვიშოვნი ასეთ სამუშაოს?
-კი,იშოვნი,თუ ახალგაზრდა და მომხიბლავი გოგონა ხარ!
- მე შენზე ძლიერი ვარ, -აუხირდა მთვრალი გურულ თამადას.
- რითი ხარ ძამა, ჩემზე ძლიერი? დაინტერესდა გურული.
- რითი და მე ახალგაზრდა ვარ.
- მერე რა, ბიძიკო, რაფერ დევიჯერო ახლა, ტკიცინა ლარიანი ჯობია დაჭმუჭნულ ასლარიანს?!
მეგრელი მოხვდება კახეთის ერთერთ სოფელში,ღამეა, დაიკარგება მოკლედ!! მივა მიხოს სახლთან,დაიძახებს: მასპინძელიო!!!!! მიხო და მარო ახალი დაწოლილები არიან,მარო ეუბნება: ადე გაიხედე ბიჯო ვიღაცა იძახისო! ეს მიხო ადგება,გავა ,: რომელი ხარ მანდა!!! იქიდან: მარგალი ვარ კოჩი!!! მიხო მიუტრიალდება მაროს : გოგო მოდი გამოიხედე ნამგალი მაქ პროჭშიო და მე რა ვუშველო არ ვიციო
ადრე რაჭველები აჭარლები ყოფილან. ერთხელ აჭარლების რაღაც ნაწილი გადასულა საცხოვრებლად დღევანდელი რაჭის ტერიტორიაზე და სოფელი გაუშენებიათ. სოფლის ბატონს, გვარად წერეთელს, თავისი მეგრელი მოურავისთვის დაუვალებია სოფლის შემოსასვლელში აბრა გაეკეთებინა წარწერით "აჭარა". მეგრელი აბა რისი მეგრელია და უკუღმა მიაწერა "არაჭა" და შემდეგშიც ეს სახელი შერჩა სოფელს. სიკვდილის წინ ბატონს თანასოფლელებისთვის დაუბარებია, ჩვენ რაჭველები კი არა, აჭარლები ვართო. მას შემდეგ სოფელი გამრავლდა, სხვა სოფლებიც გაჩნდა და რეგიონს დაერქვა რაჭა, მაგრამ დაავიწყდათ რაჭველებს ბატონის დანაბარები, მხოლოდ ის ახსოვდათ რაღაც რომ დაუბარა წერეთელმა. ხოდა მღერიან ეხლა რაჭველები: "წერეთელმა დაგვიიიბარა...", მაგრამ რა დაუბარა კი არ ახსოვთ.
გურული მოდის სახლში გალეშილი მთვრალი. ცოლი როგორც კი დაინახავს, დაუწყებს წყევლას: ” ოხ შენი კუბო დავდგი აქანე”, გავა სამზარეულოში ” ოხ შენი კუბო დავდგი აქანე”, ბოლოს გავა ზალაში ” ოხ შენ მეისპე, შენი კუბო დავდგი აქანე”. გაცოფდება ქმარი და ეტყვის: - ქალოოო, რას ახრიგინებ ამ კუბოს აქეთ-იქეთ, დადგი ერთ ადგილას და ჩავწობი შიგნით.