EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 1843 წლის ივნისში, რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მებრძოლმა შამილმა სცადა საომარი მოქმედებების გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2023-09-12 13:58:46

1843 წლის ივნისში, რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მებრძოლმა შამილმა სცადა საომარი მოქმედებების გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე

ხევსური

1843 წლის ივნისში, რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მებრძოლმა შამილმა სცადა საომარი მოქმედებების გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზეც. ამისთვის მას სჭირდებოდა, რომ ხევსურებს მისი რაზმებისთვის გზა მიეცათ. შამილმა შატილელებს შეუთვალა, თუ მის ჯარს გაატარებდნენ, არც ბეგარას გადაახდევინებდა და საერთოდ თავისუფლებასაც მისცემდა. გაუკვირდათ შატილელებს, ხევსურებს თავისუფლება უფალმა გვიბოძა და შამილი რა დაპირებებს არიგებსო და უპასუხეს, სანამ ცოცხლები ვართ მხოლოდ გასაქცევ გზას დაგითმობთ, ჩვენს მიწაზე კი არ გაგატარებთო.
განრისხდა შამილი და კარგად შეიარაღებული 5 000-კაციანი რაზმი გამოგზავნა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მეომრის ახვერდ მაჰმუდის მეთაურობით. შატილში იმ დროს მხოლოდ 50-იოდე ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ მტრის რიცხოვნობას ხევსურები არ შეუშინებია. ლეკთა ჯარმა სამი მხრიდან შეუტია შატილს.
პირველი მომხდური ხევსურმა ქალმა მოჰკლა რომელიც წისქვილთან იყო როცა შვიდი ცხენოსანი მიეჭრა და ერთმა ის თმებით დაითრია რომ ცხენზე შემოესვა. რა დროსაც ხანჯლით იქნა ქალისგან განგმირული. მაგრამ ხევსური ქალიც დაიღუპა. ამის თვითმხილველი იყვნენ მისი მამა ბათაკა და სამი ძმა და შვილის და დის დაღუპვით გამწარებულები ეკვეთნენ მომხდურთ და ექვსივე აკუწეს.
მთელი დღე დაუნდობელი ომი მიდიოდა. დაღამების მერეც გაგრძელდა ბრძოლა. შამილის მებრძოლებმა სცადეს შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება, მაგრამ ხევსურები მათ უმოწყალოდ ჩეხავდნენ და ამის საშუალებას არ აძლევდნენ. დილით ქალიან-კაციანად ყველა ხევსური გამოვიდა ბრძოლის ველზე. ახვერდ მაჰმუდმა ისევ მოლაპარაკება სცადა და გზის დათმობა მოითხოვა, რაზეც ისევ უარი მიიღო.
მოსალაპარაკებლად მისული შატილელების დატყვევება სცადა, ერთი გაექცა, ერთი მოკლეს და ორი ხევსური დაატყვევეს. ასეთი ვერაგობით აღშფოთებული შატილელები გაათმაგებული ძალით ეკვეთნენ ჩეჩნებს და ლეზგინებს. ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ახვერდ მაჰმუდი. უმეთაუროთ დარჩენილები შედრკნენ და გაიქცნენ. შატილელებმა მათ უღელტეხილებამდე სდიეს, სანამ არ დარწმუნდნენ რომ უკან აღარ მობრუნდებოდნენ. მას მერე შამილს ხევსურეთში გადმოსვლა აღარ უცდია.