EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ღვინით მკურნალობის უძველესი მეთოდი. ღვინო მოხუცებულების რძეა - პლატონი »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2023-09-12 14:32:58
-როდის გახდა პოპულარული ღვინო, რა ღირებულებებით გამოირჩევა ?
ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული, ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ღვინო უფრო წამალია, ვიდრე სიამოვნების მიმნიჭებელი სასმელი. იმ დროიდან მოყოლებული, შეხედულება ღვინის შესახებ არ შეცვლილა. მართალია ღვინო ჯამრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ჰიპოკრატე, პლატონი და სხვები გვაფრთხილებენ ღვინის უარყოფითი შედეგების შესახებაც მისი არაზომიერი მიღების შემთხვევაში.
მე-20 საუკუნის უკანასკნელ წლებში წითელი ღვინის მოხმარება და პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. საზოგადოების ერთი ნაწილი მას ფრანგულ პარადოქსს უწოდებს, ხოლო ზოგიერთი ამ მოვლენას საზოგადოერივი საინფაორმაციო საშუალებებით ადამიანის ორგანიზმზე წითელი ღვინოების სასარგებლო გავლენით და მისი მაღალი კვებითი ღირებულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ზეგავლენით ხსნის.
ღვინის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი თვისებაა მისი გავლენა გულსისხლძარღვთა დაავადებებზე, ეპიდემიოლოგიური ძიების მიხედვით ამ დაავადების გამო, სიკვდილიანობა ღვინის ზომიერად მომხმარებლებში 44% ნაკლებია, ვიდრე არამომხმარებლებში. არტერიული და გულსისხლძარღვთა დაავადებები ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.
ღვინით მკურნალობის უძველესი მეთოდი
ღვინო მოხუცებულების რძეა - პლატონი
დღეისთვის ითვლება, რომ ზოგჯერ შეიძლება ღვინით ისეთი ძლიერმომქმედი პრეპარატების შეცვლა, რომლებიც ავადმყოფებში გვერდით მოვლენებს იწვევს, ხოლო ზოგჯერ ღვინო მოქმედებს იქ, სადაც ექიმები უძლურნი არიან.
გულის შესუსტებული მოქმედებისას კარგია მსუბუქი თეთრი ღვინოები, განსაკუთრებით, შამპანური.
კუჭის აშლილობის დროს სასარგებლოა მთრიმლავი ნივთიერებით მდიდარი წითელი (შავი) საფერავი, კაბერნე.
ანემიის დროს რეკომენდირებულია სუფრის ღვინოები (წითელი) - დღეში ორი ჭიქა, ჭამის დროს.
ათეროსკლეროზის დროს - მშრალი თეთრი ღვინო მინერალურ წყალთან ერთად, ნახევარი ლიტრი დღეში.
გრიპის, ბრონქიტის, ფილტვების ანთების დროს - ცხელი წითელი ღვინო შაქრით.
ნაწლავური ინფექციების დროს - ნახევრად წყალგარეული ღვინო.
ღვინო კლავს ნაწლავის ჩხირებს და თვით ქოლერის ვიბრიონებს.
ტუბერკულიოზის დროს სასარგებლოა წითელი (სუფრის) ღვინო მცირე დოზებით.
ღებინების შეჩერება შეიძლება ძლიერ ჩაციებული შამპანურით.